• Ƀ/$

10 თვეში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადმა 4.354 მლნ-ს მიაღწია

8 ნოემბერი 10:55 | ეკონომიკა

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, 2018 წლის 10 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები, ჯამში, 4.354 მლნ მგზავრს მოემსახურა. რაც 23%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს (2017 წელი 3.551 მლნ მგზავრი). 

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ოქტომბერში 335 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც 18%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2017 წელი 284 ათასი მგზავრი ). ხოლო 10 თვეში ზრდამ, ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 21% შეადგინა (2017 წელი 2.725 მლნ მგზავრი).         

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში  მგზავრთნაკადი 2018 წლის ოქტომბერში 78%-ით გაიზარდა და 62 ათასი მგზავრი შეადგინა (2017 წლის ოქტომბერი 35 ათასი მგზავრი). რაც შეეხება 10 თვის მონაცემებს, ჯამში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი  512 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 39%-ით მეტია (2017 წლის 10 თვე 360 ათასი).


ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. 2018 წლის ოქტომბერში ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტით 42 ათასმა მგზავრმა ისარგებლა. რაც 11%-ით მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2017 წლის ოქტომბერი 38 ათასი მგზავრი). რაც შეეხება 10 თვის ჯამს, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 2018 წლის იანვარ-ოქტომბერში, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მგზავრთნაკადი 19%-ით გაიზარდა და 556 ათასი მგზავრი შეადგინა. (2017 წელი 466 ათასი მგზავრი).



რაც შეეხება ადგილობრივ აეროპორტებს, მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტებით, 2018 წლის 10 თვეში 7601 მგზავრმა ისარგებლა. 2018 წლის 10 თვის მონაცემებით, ადგილობრივ აეროპორტებში, ჯამში, 362 რეისი შესრულდა.  


მსგავს თემაზე:

სამოქალაქო თვითმფრინავის მომავალი, როგორი იქნება ის 20 და 50 წლის შემდეგ


ჩინეთი ანტარქტიდაში რეგულარული აეროპორტის მშენებლობას გეგმავს


სტამბოლში 200 მილიონ მგზავრზე გათვლილი აეროპორტი გაიხსნა



სხვა სიახლეები