სოფლის მეურნეობა
ყველი
„ქართული არტიზანული ყველი ექსპორტზე ჯერჯერობით ვერ გავა“ - ანა მიქაძე-ჩიკვაიძე

საქართველოს ყველის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე, ქართული ყველის მკვლევარი ანა მიქაძე-ჩიკვაიძე „ბიზნესპარტნიორთან“ ქართული არტიზანული ყველის პერსპექტივაზე საუბრობს. მისი განცხადებით, წარმოება სტანდარტს  ჯერჯერობით ვერ აკმაყოფილებს, რის გამოც პროდუქტი ექსპორტისთვის მზად არ არის.ბაზრის კვლევა ანა მიქაძე-ჩიკვაიძემ „ქართული ყველის“ პროექტის ფარგლებში მოახდინა და არტიზანული ყველის წარმოებას საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში გაეცნო.როგორც მკვლევარი აღნიშნავს, ქვეყანას აქვს არტიზანული ყველის უნიკალური სახეობები, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მივიწყებული იყო და ტრადიცია ახლა ცოცხლდება.მთავარი დაბრკოლება, მისი შეფასებით, სურსათის უვნებლობის საკითხია, რაშიც მწარმოებლებს მხარდაჭერა სჭირდება, რათა წარმოებას ორგანიზებული ფორმა მიეცეს და სფერო განვითარდეს.„მსოფლიოს ყველა ქვეყანა, სადაც დღეს ყველის წარმოება მაღალ დონეზეა განვითარებული, ურთულესი გზა გაიარა. ჩვენს იგივე პროცესს გავდივართ, ფაქტობრივად ახლა ვიწყებთ.  ამიტომ სანამ საექსპორტო ბაზრებზე დავიწყებდეთ ფიქრს, მანამდე საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ, ჯერ აქ რას ვჭამთ, რაც არ ვიცით. არც ის, რა ხელით მომზადდა, როგორ შეიფუთა, დაცულია თუ არა სტანდარტი, ელემენტარული სანიტარიული ნორმა. უცხოეთმა დიდი ხანია ეს დააწესა, რეგულაციებში ასახა და ვერავინ დაარღვევს, წარმოება გაუჩერდება, რადგან არაფერია ისეთი საშიში, როგორც  დაბინძურებული რძის პროდუქტებია“, - აცხადებს ანა მიქაძე-ჩიკვაიძე ''ბიზნესპარტნიორთან".რაც შეეხება ყველის სახეობებს, აღდგენილია მივიწყებული უნიკალური წარმოება, როგორიცაა ტენილი, დამბალ ხაჭო, გვაჯილა,  შუშველა, ნარჩვი და სხვა.ცნობისთვის,  არტიზანული ყველის მხარდაჭერა „ქართული ყველის“ ერთ-ერთი პროექტის „ქარხანა ბორბლებზე" ფარგლებში ხორციელდება.  ანა მიქაძე ჩიკვაიძემ პროექტზე მუშაობა 2023 წელს დაიწყო. ქართული ყველის მკვლევარი პროექტს საკუთარი რესურსით ახორციელებს.მარი ჩიტაია

1713947946

1712910417

ერთწლიანი კულტურების ნათესი ფართობები 4.9%-ით შემცირდა

წინასწარი მონაცემებით, 2023 წელს ერთწლიანი კულტურების ნათესმა ფართობმა 205.2 ათასი ჰექტარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 4.9%-ით ჩამორჩება.საქსტატის ინფორმაციით, საშემოდგომო მარცვლოვანი კულტურების ნათესი ფართობი შემცირდა 3.7%-ით და შეადგინა 64.6 ათასი ჰექტარი, ხოლო საგაზაფხულო კულტურების ნათესი ფართობი შემცირდა 5.5%-ით და 140.5 ათასი ჰექტარი შეადგინა.ამასთანავე, ერთწლიანი კულტურების ნათეს ფართობში ყველაზე დიდი წილი სიმინდს უკავია, რომლის ნათესმა ფართობმა 75.4 ათასი ჰექტარი შეადგინა. ხორბლის ნათესი ფართობი 56.7 ათასი ჰექტარი იყო, ქერის - 22.4 ათასი ჰექტარი, კარტოფილის - 16.2 ათასი ჰექტარი, ერთწლიანი და მრავალწლიანი ბალახების - 13.2 ათასი ჰექტარი, ბოსტნეულის - 10.2 ათასი ჰექტარი, ხოლო დანარჩენი კულტურების ჯამური ნათესი ფართობი 11.1 ათას ჰექტარს შეადგენდა.

1712731882

როგორია ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის 2023 წლის შედეგები

ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა 2016 წელს დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, 2023 წელს სარეაბილიტაციო პლანტაციების ჯამური ფართობი 120.97 ჰექტარი იყო. ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურიდაცვის სამინისტროს, დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2023 წლის ანგარიშშია საუბარი.რაც შეეხება გასულ წელს დამტკიცებულ პროექტებში თანადაფინანსების ოდენობას, დოკუმენტის თანახმად, 305,136 ლარია.„პროექტის მიზანია, როგორც კერძო სექტორში, ასევე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია, ჩაის პოტენციალის ეფექტიანად გამოყენება, თანამედროვე ჩაის გადამმუშავებელი საწარმოების შექმნა და ადგილობრივი ჩაის (მათ შორის, ბიო ჩაი) წარმოების ზრდის ხელშეწყობა. შედეგად ქვეყანაში თვითუზრუნველყოფის დონე ამაღლდება და საექსპორტო პოტენციალი გაიზრდება. 2023 წელს განხორციელდა შემდეგი აქტივობები:🔵 პროგრამაში ჩართული ბენეფიციარების რაოდენობა - 4;🔵 სარეაბილიტაციო პლანტაციების ჯამური ფართობი - 120.97 ჰა;🔵 რეაბილიტირებული პლანტაციების სარეაბილიტაციო სამუშაოების ჯამური ღირებულება - 438,137 ლარი;🔵 დამტკიცებულ პროექტებში თანადაფინანსების ოდენობა - 305,136 ლარი“,- აღნიშნულია დოკუმენტში.

1712300077

მეფუტკრეობის განვითარებაში მთავარი დაბრკოლება კადრების სიმცირეა -  მეფუტკრეთა გაერთიანება

პროფესიონალი კადრების სიმცირის გამო მეფუტკრეობის სფერო ვერ ვითარდება ისე, რისი რესურსიც გაგვაჩნია - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“ მეფუტკრე ტრენერი, საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების თანადამფუძნებელი ვლადიმერ ვარდოსანიძე აცხადებს. მისი თქმით, წარმოების მასშტაბის ზრდა დიდწილად სწორედ პროფესიულ კადრზეა დამოკიდებული, რის გამოც  ვერც მავნებლების გავრცელების პრევენცია ხერხდება.ცნობილი მეფუტკრე აცხადებს, რომ ამ დროს სექტორის განვითარებაში დიდი პერსპექტივაა როგორც წარმოების ზრდის, ასევე აპიტურიზმის განვითარების მიმართულებითაც.„ვეტერინარი არის პრობლემა, ვინაიდან კადრი არ გვყავს, ამისთვის საჭიროა ვიწრო სპეციალობის ადამიანი, რომელიც მეფუტკრეობაში ერკვევა. ამას ყველა ვეტერინარი ვერ გააკეთებს.  განათლების დონე უნდა გაიზარდოს მეფუტკრეობაში, რადგან  სამრეწველო მეფუტკრეობაზე გადავდივართ და კადრებთან დაკავშირებული საკითხი პირველ რიგში უნდა მოგვარდეს, ამისთვის პროფესიული სასწავლებლების როლის გაძლიერება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. აუცილებელია საგანმანათლებლო ღონისძიებების გატარება მეფუტკრეობის სფეროში პროფესიონალიზმის ასამაღლებლად და ასევე მეფუტკრეების მუშაობის კულტურის ამაღლება“, - აცხადებს ვლადიმერ ვარდოსანიძე.მეფუტკრე ტრენერი ფუტკრის დაავადებებზეც ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ დანაკარგი გარდაუვალია, მაგრამ პროცესის სწორი მართვით მისი მასშტაბის შემცირება შესაძლებელია.„ფუტკარს განსაკუთრებით გაზაფხულზე უჭირს, ბევრი ვერ ახერხებს გამოზამთრებას და იღუპება.  ცალკე პრობლემაა მავნებელი, ამ შემთხვევაში ტკიპა, რასაც ფუტკარი ყველაზე მეტად ეწირება. სწორედ ამიტომ გვჭირდება გამოცდილი კადრი, რომ დაავადებას სწორად ვებრძოლოთ და აგროღონისძიებები გავატაროთ. რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მხრიდან მონიტორინგი უნდა გაძლიერდეს, მაგრამ ბევრი რამ ასევე სპეციალისტზეც არის დამოკიდებული. ყველა რეგიონში, სადაც მეფუტკრეობა ვეტერინარი არის პრობლემა, კადრი არ არის, ვინც უნდა შეამოწმოს საფუტკრე და რეკომენდაცია გასცეს. ნორმალურ პირობებში ფუტკრის დანაკარგი 5-10%-ს არ უნდა აღემატებოდეს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში გაცილებით მაღალი მასშტაბისაა, რაც სწორედ უცოდინარობას და კადრის დეფიციტს უკავშირდება“, - აცხადებს ვლადიმერ ვარდოსანიძე.ცნობისთვის, საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანება 2018 წლის ოქტომბერში დაფუძნებული ორგანიზაციაა. გაერთიანების წევრია 13 სექტორული ორგანიზაცია (10 ასოციაცია და 3 კომპანია), ხოლო გაერთიანების ქოლგის ქვეშ მთელი საქართველოს მასშტაბით 4 000- ზე მეტი მეფუტკრეა.


სხვა სიახლეები
„უნიკი“
„უნიკის პროდუქციაზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია" - მაგდა ზაქარიაშვილი

ბავშვის ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მწარმოებელი ბრენდი „უნიკი“ პანდემიის დროს კასპის რაიონის სოფელ ჭალაში შეიქმნა. როგორია ბრენდის განვითარების ისტორია, სად შეიძლება მისი შეძენა და როგორია მომხმარებლის მხრიდან დაინტერესება, თემაზე „კომერსანტთან“ ბრენდის დამფუძნებელმა  მაგდა ზაქარიაშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, ბრენდის შექმნა საკუთარი შვილის გამო გადაწყვიტა, რომლისთვისაც კომფორტული ტანსაცმლის შექმნა სურდა.„თავიდან ტანსაცმელს სამკერვალოში ვკერავდი, შემდეგ USAID-ის გრანტი ავიღე და ადგილობრივი ქალები დავასაქმე. შემდეგ მეორე გრანტი ავიღე, რამაც საშუალება მომცა, რომ  თანამშრომლები დამემატებინა და წარმოება გაეფართოებინა.რაც შეეხება დიზაინს, ჩემი იდეებია, ვკერავ ისეთ ტანსაცმელს, რომლებიც ყოველდღიურადაც და გამოსასვლელადაც გამოიყენება. ვცდილობ, რომ ტანსაცმელი კომფორტული  და ყველგან გამოსაყენებელი იყოს“. -  აღნიშნა მაგდა ზაქარიაშვილმა.ტანსაცმლის ფასი 60 ლარიდან 130 ლარამდე მერყეობს, ხოლო ფეხსაცმლის ღირებულება 130 ლარია.„ჩვენი ტანსაცმელი ჯერჯერობით 7 წლის ჩათვლით ბავშვებზეა გათვლილი, თუმცა შეკვეთის შემთხვევაში 10 წლამდე ასაკის ბავშვებისთვისაც ვკერავთ, დიდი ფინანსების გარეშე დაწყებული ბიზნესის განვითარება რთულია.სექტემბრისთვის გვქონდა კოლექცია 10 წლამდე ბავშვის ტანსაცმლის ჩათვლით, რომელიც ძალიან კარგად გაიყიდა, ვგეგმავთ რომ მუდმივ კოლექციაშიც შევიტანოთ, შეკვეთის  შემთხვევაში, ტანსაცმლის მიწოდება 2-3 დღე  სჭირდება“, - აღნიშნა მაგდა ზაქარიაშვილმა.რაც შეეხება გაყიდვებს  მაგდა  ზაქარიაშვილი აღნიშნავს, რომ  გაყიდვების ძირითადი წილი ონლაინ მოდის, თუმცა „უნიკს“ თბილისში კონცეპტუალურ მაღაზიაში აქვს საკუთარი სტენდი და ასევე გორში - „გორი მოლშიც“ არის  წარმოდგენილი.„დაინტერესება თავიდანვე საკმაოდ მაღალი იყო და  ასეც გრძელდება, ვფიქრობ რომ ბევრად უკეთესად ვიმუშავებთ თუ გავფართოვდებით და მომხმარებელს მეტი არჩევანის საშუალებას მივცემთ. ამ ეტაპზე გოგოების ტანსაცმელი უფრო მოთხოვნადია, შესაბამისად გოგოების ტანსაცმელს უფრო მეტი რაოდენობით ვკერავთ და ბიჭები გვეჩაგრება. მოთხოვნიდან  გამომდინარე პრიორიტეტების  დალაგება გვიწევს, თუმცა მოთხოვნა მიწოდებას ყოველთვის აჭარბებს. სამომავლოდ გვინდა, რომ ბათუმშიც გავაკეთოთ მაღაზია, რადგან ძალიან დიდი მოთხოვნაა“, - აღნიშნა მაგდა ზაქარიაშვილმარაც შეეხება დასაქმებას, მაგდა ზაქარიაშვილი აცხადებს, რომ ძირითადად ადგილობრივები ჰყავს დასაქმებული და  მასთან თბილისისგან განსხვავებით თანამშრომლების გადინების პრობლემა არ არის.„სოფელში ზოგადად კადრების პოვნა რთულია, ახალგაზრდებისგან სოფელი თითქმის  სრულად დაცლილია, ვინც დავასაქმეთ სტაბილურად გვყავს, ზოგმა იცოდა კერვა, ზოგმა ადგილზე ისწავლა. რაც შეეხება ინვესტიციას ორივე გრანტის ინვესტიციამ ჯამში 50 000 ლარი შეადგინა, ასევე ჩავდე ჩემი პირადი სახსრებიც“, - აღნიშნა მაგდა  ზაქარიაშვილმა.რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, მაგდა ზაქარიაშვილს სურს, რომ სამომავლოდ საკუთარი საწარმო გააკეთოს, რადგან ის სივრცე, სადაც ამჟამად ტანსაცმელს კერავს, იჯარით აქვს აღებული.რაც შეეხება ნედლეულს ზაქარიაშვილი აცხადებს, რომ ნედლეული იმპორტირებულია და პროდუქციის ნედლეულის 99% ნატურალურია, ხელოვნურ მასალას მხოლოდ გასაფორმებლად მოიხმარს.

ბიზნესი 1714114609

გუსტავ კლიმტის ნახატი
გუსტავ კლიმტის ნახატი, რომელიც დაკარგულად ითვლებოდა, აუქციონზე €30 მილიონად გაიყიდა

გუსტავ კლიმტის მიერ შესრულებული ნახატი, ახალგაზრდა ქალის პორტრეტი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში დაკარგულად ითვლებოდა, ვენაში The Im Kinsky-ს აუქციონზე €30 მილიონად გაიყიდა.ავსტრიელმა მოდერნისტმა მხატვარმა “ქალბატონი ლიეზერის პორტრეტზე” მუშაობა 1917 წელს, გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე, დაიწყო და ის კლიმტის ერთ-ერთ ბოლო შემოქმედებად ითვლება.აუქციონზე პორტრეტის საწყისი ფასი €28 მილიონი იყო, სავარაუდო ღირებულება კი 30-დან 50-მილიონ ევრომდე განისაზღვრებოდა. კლიმტის ნახატი აუქციონის ჰონკონგელმა მონაწილემ შეიძინა, თუმცა ის იდენტიფიცირებული არ არის.აუქციონზე ნახატი მისმა ავსტრიელმა მფლობელებმა გამოიტანეს. მათი ვინაობა უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ ოჯახი ადოლფ და ჰენრიეტა ლეიზერების პირდაპირი შთამომავლები არიან - ერთ-ერთმა მათგანმა, სავარაუდოდ, პირადად დაუკვეთა კლიმტს პორტრეტის შესრულება.აუქციონის სახლის ინფორმაციით, კლიმტმა პორტრეტი საკუთარ სტუდიაში დაუსრულებლად 1918 წელს დატოვა, რის შემდეგაც ის ლეიზერების ოჯახს გადაეცა. ოჯახმა ავსტრია 1930 წელს დატოვა, საკუთრების ნაწილი კი დაკარგა. 1925-დან 1960-იანი წლების შუალედში პორტრეტის კვალი იკარგება.აუქციონის სახლი ასევე განმარტავს, რომ დადასტურებით არ შეიძლება ითქვას, ჩამოერთვა თუ არა ებრაელი ლეიზერების ოჯახს ნახატი ნაცისტური გერმანიის მიერ ავსტრიის ანექსიის შემდეგ. ამჟამინდელმა მფლობელებმა პორტრეტი, მათივე ინფორმაციით, სამგზის მემკვიდრეობით მიიღეს. გაურკვევლობის თავიდან ასაცილებლად მხარეები შეთანხმდნენ, რომ შესყიდვა “ვაშინგტონის პრინციპების” მიხედვით მოხდება - დოკუმენტის, რომელიც 1998 წელს ნაცისტური გერმანიის მიერ ჩამორთმეული ნამუშევრების გაყიდვასთან დაკავშირებული გამოწვევების თავიდან არიდებისთვის დაიწერა.თავად The Im Kinksy აუქციონის შედეგებით კმაყოფილია, მიუხედავად იმისა, რომ “ქალბატონი ლეიზერის პორტრეტი” თავის წინამორბედზე გაცილებით იაფად გაიყიდა - “ქალი მარაოთი”, კლიმტის უკანასკნელი შემოქმედება, ლონდონის Sotheby-ის აუქციონზე გასულ წელს €86 მილიონად გაიყიდა. 

საზოგადოება 1714113205

საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს.პროექტის ჯამური ღირებულება 1.8 მილიონი ლარია. პროექტი სრულად ბანკის მიერ დაფინანსდა.G&A ჯგუფი 2012 წელს დაარსდა და მისი საქმიანობის ძირითად სფეროს გაყინული ნახევარფაბრიკატების წარმოება, ხორცპროდუქტებისა და თევზის იმპორტი და დისტრიბუცია წარმოადგენს. კომპანიას აგრეთვე გააჩნია თანამედროვე სამაცივრე საწყობები და შესაბამისად, საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულება სამაცივრე/სასაწყობე მომსახურებაცაა.აღნიშნული პროექტის ფარგლებში, საწარმოო ხაზის გაფართოება და მისი ახალი დანადგარებით აღჭურვა მოხდება, რაც წარმადობის გაზრდას შეუწყობს ხელს.„საქართველოს ბანკისთვის ბიზნესის განვითარება 2024 წელსაც უცვლელი პრიორიტეტია. ჩვენი პარტნიორი G&A ჯგუფი წლებია ოპერირებს საქართველოში და ლოჯისტიკურ ბაზარზე ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა. ჩვენ არაერთი პროექტი განგვიხორციელებია ერთობლივად, მათ შორის, ახალი მშრალი სასაწყობე მეურნეობის მშენებლობა და არსებული საწარმოს გადაიარაღება. აღნიშნული პროექტის განხორიელების შემდეგ, კომპანია  შეძლებს საწარმოო ხაზის გაფართოებას და წარმადობის გაზრდას და ის ჯამურად 240-მდე ადამიანის დაასაქმებებს. სამომავლოდ, კომპანია კიდევ უფრო მეტად გაფართოებასა და განვითარებას გეგმავს, რაც უფრო გააძლიერებს არამარტო კომპანიას, არამედ მნივნელოვან კონტრიბუციას შეიტანს ქვეყნის ეკონომიკაში. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ ჯგუფს, ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ჩვენს პარტნიორ ბიზნესებთან ერთად სხვადასხვა პროექტების განხორციელებას“ ,- განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ირაკლი კიკალიშვილმა.

ბიზნესი 1714112902

მულენ რუჟის ცნობილი კაბარე
პარიზში მულენ რუჟის ცნობილი კაბარეს წითელი ფრთები ჩამოვარდა - DW

პარიზში ქალაქის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა და ლენდმარკი დაზიანდა. როგორც DW წერს, მულენ რუჟის ცნობილი წითელი ფრთები ჩამოვარდა. შემთხვევა 25 აპრილის ღამის 2-დან 3 საათამდე მოხდა.  როგორც ფრანგულია მედია წერს, პარიზში მულენ რუჟის ფრთების ჩამოვარდნის მიზეზი უცნობია.მულენ რუჟის კაბარეს შენობა პარიზში ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია. მსგავსი ინციდენტი მულენ რუჟში პირველად მოხდა. კაბარე პარიზის ცენტრში, კლიშის ხეივანზე, 1889 წლიდან მუშაობს.

სხვადასხვა 1714054320

ვალუტის კურსი
ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 25 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6859 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6910 ლარი იყო.გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.8804 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 2.8756 ლარს შეადგენს.თურქული ლირა უცვლელია, რომლის ღირებულებაც 0.0827 ლარია.დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 26 აპრილს შევა ძალაში.

ეკონომიკა 1714054092

საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მცირე რესურსიანი ენების AI-ის განვითარების საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდება

საქართველოს ბანკისა და საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაცია GAIA-ს პარტნიორობით, მცირე რესურსიანი ენების AI-ის განვითარების საერთაშორისო კონფერენცია, 27 აპრილს, ფაბრიკაში გაიმართება.აღნიშნული ღონისძიების მიზანი ქართული და სხვა მცირე რესურსის ენებზე მომუშავე მკვლევრებს შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება,  გამოწვევებისა და მისი გადაჭრის გზების ძიებაა.კონფერენცია ორ ნაწილად ჩატარდება. პირველი ნაწილი ქართული ენის მოდელების განვითარების საჭიროებაზე, გამოცდილებასა და არსებულ პროგრესზე  საუბარს დაეთმობა, რომელიც პანელური დისკუსიით გაგრძელდება. დისკუსიისას განხილული იქნება  არსებული საერთაშორისო გამოცდილება; ის გამოწვევები, რომლის წინაშეც ქართული ენის მოდელებზე მომუშავე მკვლევრები დგანან და ასევე, ის თუ როგორია ამ გამოწვევების გადაჭრის გზები.ღონისძიებაზე სპიკერებს შორის არიან: ზაალ გაჩეჩილაძე, რაფაელ კალანდაძე - AI Lab; ზურა ძინძიბაძე - საქართველოს ბანკი; თეიმურაზ საღინაძე - Georgian AI Networking and Twinning Initiative; რატი სხირტლაძე - მონაცემთა ანალიზის ლაბორატორია; სანდრო ბარნაბიშვილი - Ex Microsoft. მოწვეულ სპიკერთა შორის კონფერენციაზე იქნებიან  ჰრანტ ხაჩატრიანი - Yerevann Lab-იდან და ალექსა გორდიჩი - Ex DeepMind, Runa AI-დან.„საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, ციფრული პროდუქტების განვითარების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკი პირველი ფინანსური ინსტიტუტია ქვეყანაში, რომელიც „ქართული მეტყველების ტექნოლოგიების“ განვითარებაზე მუშაობს და ქართული ენის გაციფრულებას ისახავს მიზნად.  ჩვენ 2020 წლიდან აქტიურად ვართ ამ პროცესში ჩართულები, შევქმენით აუდიოს გამტექსტებელი, ენის მოდელი და მრავალდარგობრივი ცოდნის ბაზები, რასაც გამუდმებით ვხვეწთ და ვავითარებთ. ამ მიმართულებით შეტანილი წვლილისთვის საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა საქართველოს ბანკი „AI-ს მიმართულებით ფინანსურ სექტორში 2023 წლის ნოვატორების“ კატეგორიაში გამარჯვებულად დაასახელა. ამჯერად, ჩვენი და საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის პარტნიორობის ფარგლებში, ქართული AI-ის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება გაიმართება. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს ქართული ენის ხელოვნურ ინტელექტთან იმ დონის ადაპტირებას, რომ სამომავლოდ ქართულ ენაზე ChatGPT  და მსგავსი აპლიკაციები გამართულად მუშაობდეს. კონფერენციაზე ქართველ  მკვლევრებს შესაძლებლობა ექნებათ დაამყარონ მჭიდრო კავშირები უცხოელ კოლეგებთან და ერთმანეთს საკუთარი გამოცდილებები გაუზიარონ, რაც სამომავლოდ საქართველოში AI მიმართულების განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.  ჩვენ აქ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ მსგავსი პროექტების მხარდაჭერას“ -  აცხადებენ საქართველოს ბანკში.„ქართულ ენაზე ხელოვნური ინტელექტის განვითარება ჩვენი ქვეყნისთვის და ეკონომიკისთვის უკვე არა არჩევანის, არამედ დროის საკითხია. თუ გვინდა, რომ AI-თი შექმნილი სარგებელი საქართველომაც მიიღოს, ქართულ ენაზე მომუშავე AI საჭიროა, რადგან საქართველოში თითქმის ყველა სფერო - მაგალითად, განათლება, საფინანსო, ჯანდაცვის, კულტურის სექტორები - ქართულად მუშაობს. თუმცა, ქართული ენის მოდელების განვითარების მთავარი გამოწვევა ისაა, რომ ქართულ ენაზე მცირე რაოდენობით ციფრული მონაცემებია ხელმისაწვდომი. კონფერენციაზე, რომელსაც საქართველოს ბანკთან მხარდაჭერით ვატარებთ, სწორედ ასეთი მცირერესურსიანი ენების განვითარების ხედვებზე და გამოცდილებაზე შედგება დისკუსია და იმედი გვაქვს, ჩამოყალიბდება ერთიანი ხედვა, როგორ მუშაობს ქვეყანა და AI საზოგადოება ქართული ენის მოდელის განვითარებაზე. ეს პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ქართული ენის AI-სთან ადაპტირების გზაზე და ამ პროცესში კერძო სექტორის მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ქართული AI-ის განვითარებით სწორედ ქართული ბიზნესები და მომხმარებლები მიიღებენ ყველაზე დიდ სარგებელს“, - ამბობს გიგი გიორგაძე, საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაცია “GAIA” - ს თანადამფუძნებელი და დირექტორი.ღონისძიების დღის წესრიგს შეგიძლიათ გაეცნოთ აქ, ხოლო რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

ბიზნესი 1714051658