• Ƀ/$

ციფრული ვალუტები გამყარდა

18 დეკემბერი 10:35, 2018 წელი | კრიპტოეკონომიკა

კრიპტოვალუტები ბოლო 2 დღეა, მყარდება. ჯამური კაპიტალიზაცია 12%-ით $113 მლრდ-მდე გაიზარდა, რაც ერთი შეხედვით შთამბეჭდავი რიცხვია, მაგრამ წლის დასაწყისის მაჩვენებელს მაინც 86%-ით ჩამოუვარდება.

ბოლო 24 საათში ბიტკოინის ფასი 7.8%-ით $3500-მდე გაიზარდა. რიპლი უფრო მეტად 15%-ით გამყარდა და მისმა ფასმა 33 ცენტს გადააჭარბა. 9-9 პროცენტით გამყარდა ეთერიუმი და ლაითკოინი, ხოლო ეოსი 25%-ით.


ორნიშნა პროცენტული ზრდის მიუხედავად, $10 მლრდ-იან კაპიტალიზაციას მხოლოდ 2 ვალუტა ბიტკოინი და რიპლი აღემატება, $1 მლრდ-იანს კი დამატებით 7.


ზუსტად 1 წლის წინათ, 2017 წლის 18 დეკემბერს ბიტკოინის ფასი $19 000-ს აჭარბებდა, კრიპტოკაპიტალიზაცია კი $585 მლრდ-ს.


სხვა სიახლეები