• Ƀ/$

მსოფლიოს უმდიდრესი კომპანიების ათეულში 8 ამერიკული და 2 ჩინური გიგანტი მოხვდა

28 დეკემბერი 18:10, 2018 წელი | კომპანიები

მსოფლიოს უძვირესი კომპანიების ასეულის რეიტინგი, საბირჟო მონაცემებზე დაყრდნობით, ბრიტანულმა აუდიტორულ–საკონსალტინგო კომპანიამ Ernst & Young (EY) პარასკევს, 28 დეკემბერს გამოაქვეყნა.

რეიტინგის პირველ ათეულში 8 ამერიკული და 2 ჩინური კომპანია მოხვდა. სიის სათავეში არიან ამერიკული ტექნოლოგიური და ინტერნეტ–კონცერნები Microsoft ($776,7 მლრდ), Apple ($741 მლრდ), Alphabet ($729 მლრდ) და ინტერნეტ–რითეილერი Amazon ($714,7 მლრდ). 


მეშვიდე და მერვე ადგილებზე ჩინური Tencent და Alibaba გავიდნენ, რომლებიც ასევე ინტერნეტის მეშვეობით იღებენ შემოსავალს.


Top-100-ში სულ ექვსი კლასიკური სამრეწველო კონცერნი მოხვდა.


მსოფლიოს 100 ყველაზე ძვირი კომპანიის ჯამური ღირებულება $18 მტრილიონს შეადგანს, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 10%–ით ჩამორჩება.


ევროპის ყველაზე ძვირად ღირებული კომპანია Nestle აღმოჩნდა – $240 მლრდ.


სხვა სიახლეები