• Ƀ/$

ტრამპი დავოსის ეკონომიკურ ფორუმს მთავრობის "შათდაუნის" გამო არ დაესწრება

11 იანვარი 10:47 | მედია ბიზნესისთვის - M2B

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მსოფლიოს ეკონომიკურ ფორუმზე, რომელიც შვეიცარიის ქალაქ დავოსში 22 იანვარს დაიწყება, არ გაემგზავრება. მიზეზი ბიუჯეტის ვერ დამტკიცება და მთავრობისთვის დაფინანსების შეჩერებაა. 

„ეს მოხდება იმის გამო, რომ დემოკრატები საზღვარზე უსაფრთხოებასთან დაკავშირებით დათმობაზე არ მიდიან, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ხალხის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. დიდი პატივისცემის მიუხედავად, ვაუქმებ დავოსში ძალიან მნიშვნელოვან ვიზიტს. მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს კი ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ“, - დაწერა ამერიკის პირველმა პირმა.


აშშ-ის დემოკრატიული პარტიის წევრები უარს აცხადებენ საზღვარზე კედლის ასაშენებლად ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფაზე. ამის გამო კონგრესმა ბიუჯეტი ვერ დაამტკიცა და ფედერალურ მთავრობას დაფინანსება შეუჩერდა.


22 დეკემბრიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში ე.წ. შათდაუნი გამოცხადდა, ანუ ფედერალურმა მთავრობამ მუშაობა ნაწილობრივ შეაჩერა. 800 000-მდე საჯარო მოხელე იძულებული გახდა, უხელფასო შვებულებაში გასულიყო.


დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება მას საშუალებას მისცემს, კედლის მშენებლობის დასაწყებად სამხედროები კონგრესის თანხმობის გარეშე გაგზავნოს. ამგვარად, კედლის მშენებლობის ხარჯები თავდაცვის ბიუჯეტიდან დაფინანსდება.


ბიუჯეტის ვერ დამტკიცების გამო ტრამპი არც გასულ წელს აპირებდა დავოსში ჩასვლას, თუმცა მოულოდნელად ფორუმზე მაინც გამოცხადდა.


მსგავს თემაზე:

აშშ-ის სასამართლომ ჩრდილოეთ კორეა $0.5 მლრდ-ით დააჯარიმა


ტრამპმა და დემოკრატებმა საბიუჯეტო კრიზისზე კომპრომისს ვერ მიაღწიეს



სხვა სიახლეები