• Ƀ/$

1 700 000%-იანი ინფლაცია - ვენესუელა საკუთარ რეკორდს ხსნის

11 იანვარი 12:14 | ეკონომიკა

ვენესუელამ გეგმას 70%-ით გადააჭარბა და წელი 1.7 მლნ პროცენტიანი ინფლაციით დაასრულა. სამომხმარებლო ფასბის ზრდა ისევ გრძელდება. რა იქნება ზღვარი ამ დროისათვის უცნობია.

ჰიპერინფლაციის განაკვეთით ვენესუელამ ბოლო ათწლეულის რეკორდი მოხსნა. 21-ე საუკლუნეში მას მხოლოდ 1 სახელმწიფო ზიმბამვე უსწრებს სადაც 2008 წელს ინფლაციამ 35 მილიარდ პროცენტზე ავიდა რისთვისაც 100 ტრლნ-იანი ბანკნოტის გამოშვება გახდა საჭირო.



ინფლაცია ვენესუელაში ორნიშნა მაჩვენებელს 2018 წელს არ გასცილებია და თუ ბოლო 6 წელს შევაჯამებთ განაკვეთი 785 000 000%-მდე ავა, ანუ ამ პერიოდში პროდუქტზე ფასები 7.85 მილიონჯერ გაიზარდა.


ნავთობის დამტკიცებული მარაგით #1 სახელმწიფო, რომელიც 70-იან წლებში ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლით ირლანდიასაც კი აღემატებოდა, დღეს სიღატაკის ჭაობშია ჩაძირული, რასაც პოლიტიკური რეპრესიებიც ემატება. პრეზიდენტი ნიკოლას მადურო წინამორბედის უგო ჩავესის მსგავსად მკვეთრად გამოხატულ სოციალისტურ და პრორუსულ პოლიტიკას განაგრძობს.  ვენესუელა ერთ-ერთია იმ 5 სახელმწიფოდან რომელმაც აფხაზეთისა და ცხონვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა.


მსგავს თემაზე:

"წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდა" - ვინ აღიარა ცხინვალი და აფხაზეთი


აშშ ნიკარაგუას მმართველობის ფორმით სირიასა და ვენესუელას ადარებს



სხვა სიახლეები