• Ƀ/$

ცერნის ბირთვული ამაჩქარებლის 27 კმ-იან გვირაბს 100 კმ-იანით ჩაანაცვლებენ

20 იანვარი 12:00 | ტექნოლოგიები

ატომოური კვლევების ევროპული ორგანიზაცია CERN, ნაწილაკების ამაჩქარებლის 27 კმ-იან გვირაბს 100 კმ-იანით ანაცვლებს. მიზანი წარმადობის გაზრდა და ისეთი ნაწილაკების აღმოჩენაა, რომელიც ამჟამად ვერ ხერხდება.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ორ ზესახელმწიფოს შორის ევროპა პოლიტიკურად, ეკონომიკურად, ტექნოლოგიურად და სამხედრო თვალსაზრისით ძალიან სუსტად გამოიყურებოდა. 1949 წელს NATO შეიქმნა, რომელმაც რკინის ფარდას გადარჩენილ ევროპის ქვეყნების უსაფრთხოება თავის თავზე აიღო. 2 წლის შემდეგ ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანებაც დაფუძნდა, რომელიც შემდგომ ევროკავშირად გარდაიქმნა. 1954 წელს კი ატომოური კვლევების ევროპული ორგანიზაცია იგივე CERN დაფუძნდა. გლობალური ინტერნეტი ფართო საზოგადოებისთვის სწორედ ცერნის მეშვეობით გახდა შესაძლებელი მას შემდეგ რაც 1991 წელს დომენი WWW შეიქმნა. 2013 წელს ლაბორატორიაში ჰიგსის ბოზონის არსებობა დადასტურდა, მას ღმერთის ნაწილაკსაც უწოდებენ, მიჩნეულია რომ მატერიას მასას სწორედ ეს ნაწილაკი ანიჭებს, თუმცა რეალურად მასზე პასუხისმგებელი ჰიგსის ველია.


დღეს ცერნი ყველაზე ცნობილი ნაწილაკების ამაჩქარებლი, იგივე დიდი ადრონული კოლაიდერითაა. ჰიგსის ბოზონიც სწორედ კოლაიდერის მეშვეობით აღმოაჩინეს. 27 კილომეტრიანი გვირაბი, სადაც ნაწილაკებს სინათლელსთან მიახლოებული სიჩქრით აჩქარებენ, შვეიცარია-საფრანგეთის საზღვრის ქვეშ მდებარეობს. მისი მშენებლობა 1994 წელს დაიწყო და 2009 წელს გაიხსნა.



ახალი კოლაიდერი და გვირაბი ჯამში €39 მლრდ, $44 მლრდ ჯდება. მან ფუნქციონირება 2040 წელს უნდა დაიწყოს. $44 მლრდ, მცირე თანხა ნამდვილად არ არის, მაგრამ ის 22 სახელმწიფოზე 21 წლის განმავლობაში თუ ნაწილდება ანუ საშუალოდ 1 სახელმწიფოს წლიურად $95 მლნ-ს გაღება მოუწევს. თუმცა რეალურად თანხები ასე თანაბრად არ ნაწილდება, იმის მიუხედავად, რომ ლაბორიატორიის უდიდესი ნაწილი შვეიცარიის ტერიტორიაზე მდებარობს 2017 წელს მან მხოლოდ $44 მლნ  გაიღო, გერმანიამ კი რომელიც ყველაზეი დიდი შემომწირველია $229 მლნ. სლოვენიამ კი მხოლოდ $0.5 მლნ.


მეცნიერული დაინტერესება ახალი კოლაიდერის მიმართ ძალიან დიდია, ახალი ნაწილაკები, აგრეთვე ანტიმატერია და ბნელი ენერგია, სამყაროს გაფართოების დაჩქარების ახსნა... ეს იმ კვლევების არასრული ჩამონათვალია, რომელელიც ახალი ამაჩქარებლის საშუალებიტ უნდა მოხდეს. 3.7-ჯერ გრძელ გვირაბში უფრო მაღალ ენერგიაზე წარმოებული კვლევები ახალ შესაძლებლობებს იძლევა.  


მსგავს თემაზე:

გენეტიკურ დონეზე მკურნალობა სიმსივნეს დაამარცხებს


ცერნის ლაბორატორიაში საქართველოში დამზადებული კონსტრუქციის ნაწილები გაიგზავნა


კოსმოსური ტურების ფასი $200 000-$300 000 იქნება


პოლონელმა ასტრონომებმა უვარსკვლავო პლანეტები აღმოაჩინეს



სხვა სიახლეები