• Ƀ/$

მთავრობამ ბანკებისგან 10 წლით 25 მლნ ისესხა

22 იანვარი 14:09 | ფინანსები

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 2019 წლის 22 იანვარს, 25 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 10-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა სამმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. მოთხოვნამ  32 870 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.650 პროცენტით, მაქსიმალური 9.000 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი  8.870 პროცენტით განისაზღვრა.


კუპონური საპროცენტო განაკვეთი 9.375 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა ყოველ ექვს თვეში, წელიწადში ორჯერ მოხდება.


მსგავს თემაზე:

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო რეზერვები $15 მლნ-ით შეავსო



სხვა სიახლეები