• Ƀ/$

2019 წლის ტექნოლოგიური ტენტენციები (ნაწილი I)

27 იანვარი 12:00 | ტექნოლოგიები

ტექნოლოგიები განვითარებას განაგრძობს, 2019 წელს რაიმე რევოლუციური ნახტომი მოსალოდნელი არ არის, თუმცა  ნივთების ინტერნეტისკენ და ელექტრომობილების დომინაციისკენ სერიოზული ნაბიჯები გადაიდგმება.

ნივთების ინტერნეტი. 5G ინტერნეტის მოსამზადებელი სამუშაოები განვითარებულ ქვეყნებში მიმდინარე წელს დასრულდება, თუმცა ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში, ან მთლიანად ევროკავშირში შესაძლოა ბიუროკრატიამ გარკვეული პრობლემები შექმნას, მაგრამ დაწყებულ პროცესს ეს მხოლოდ მცირე ხნით გადაავადებს. 5G-ზე გადასვლის თარიღად 2020 წელია მიჩნეული, მაგრამ არც ისაა გამორიცხული, რომ აშშ-ის, ჩინეთის, კორეისა და იაპონიის ზოგიერთ რეგიონში ის 2019-ში სატესტო რეჟიმში გაეშვას, კორეას უკვე აქვს მსგავსი გამოცდილება, ზუსტად 1 წლის წინ ფიონ ჩანგის ზამთრის ოლიპმიურ თამაშებზე გამოცდამ წარმატებით ჩაიარა.


გარეგნულად 5G მხოლოდ ზესწრაფი ინტერნეტია, რომელსაც Full HD ფორმატის ფილმის ჩამოწერა რამდენიმე წამშ 4K ფორმატის კი 2 წუთში შეეძლება, მაგრამ მისი შესაძლებლობები ბევრად უფრო მეტია. ნივთების ინტერნეტი, უპილოტო ავტომობილებს ერთმანეთთან და საგზაო ნისნებთან დაკავშირების საშუალებას მისცემს რამაც თავის მხრივ ავარიებისა და საცობების რიცხვი საგრძნობლად უნდა შეამციროს. გადაზიდვები, ლოჯისტიკური საქმიანობა, დისტანციურად პროცესების მართვა და კონტროლი საგრძნობლად უნდა გამარტივდეს რაც ხარჯებისა და დროის ეკონომიის შემცირების გარანტიას იძლევა. მობილური ტელეფონები 5G მხარდმჭრით 2019 წელს უკვე სერიულად გამოვა. ერთ-ერთი პირველი კი SAMSUNG GALAXY S10 იქნება, რომლის პრეზენტაციაც 20 თებერვალსაა დაგეგმილი.



ელექტრომობილების სამნიშნა პროცენტული მაჩვენებლით ზრდა. ელექტრომობილების გაყიდვებმა გასულ წლეს 2 მლნ-ს გადააჭარბა. აშშ-ში მთელი წლის განმავლობაში 81%-იანი, ხოლო მხოლოდ მეოთხე კვარტალის განმავლობაში 130%-იანი ზრდა დაფიქსირდა რაც ძირითადად Tesla Model 3-ის წარმოების ზრდის შედეგია, რომელიც MODEL S-თან შედარებით მინიმუმ 2.2-ჯერ იაფი ღირს. თუმცა ლიდერი მაინც ჩინეთია გაყიდული ელექტრომობილების ნახევარზე მეტი ჩინეთზე მოდის. 2018 წელს ჩინეთში 1.275 მლნ ელექტრომობილი გაიყიდა, რაც აშშ-ის მაჩვენებელს 3.6-ჯერ აღემატება. მესამე ადგილზე პატარა ნორვეგია გავიდა 73 000 ერთეულით, მაგრამ პროცენტულად ის 49.1%-ს შეადგენს და ძალიან ახლოსაა 50%-იან ზღვართან. ივივე მაჩვენებელი ჩინეთში 4.2%-ს უდრის, აშშ-ში 2.1%-ს (კალიფორნიასი 7.1%) გერმანიაში 1.9%-ს და საკულტო ელექტრომობილის Nissan Leaf-ის სამშობლოში - იაპონიაში მხოლოდ 1%-ს. ნორვეგიაში მთელი ავტოპოარკის 10.7% უკვე ელექტროა, 1%-თან ახლოსაა ჩინეთი, 0.5%-თან აშშ. 2019 წელს ეს რიცხვები აუცილებლად გაიზრდება. მხოლოდ ჩინეთში 3.5 მლნ ელექტრომობილის გაყიდვაა პროგნოზირებული. გლობალური გაყიდვების სავარაუდო მაჩვენებელი კი 5-6 მლნ-ს შეადგენს. წლის ბოლომდე მთელი მსოფლიოს გზებზე 10 მლნ-ზე მეტი ელექტრომობილი იმოძრავებს. ანგარიშში აუცილებლად უნდა მოხვდეს ელექტროავტობუსებიც, რომელთა წილიც ასევე დიდი სისწრაფით იზრდება და რიგ ქალაქებს მუნიციპალური ტრანსპორტის სრულად ელექტროზე გადაყვანის ამბიცია გააჩნიათ.


გეომეტრიული პროგრესიით ზრდის მიუხედავად ელექტომობილების წილი ამჟამად მხოლოდ 0.3 პროცენტია, რაც წლის ბოლომდე 0.7 ან უკეთეს შემთხვევაში 0.8%-მდე შეიძლება გაიზარდოს. ნავთობის გლობალურ მოხმარებაზე ეს ჯერჯერობით არსებით გავლენას ვერ ახდენს, მაგრამ მხოლოდ ჯერჯერობით. ტრადიციული ავტომწარმოებლები, რომელთათვისაც ელექტომობილი მხოლოდ დამატებითი ხაზი იყო მათ სერიულ წარმოებას იწყებენ. ელექტრომობილების ფასები გარბენის უკუპროპორციულად მცირდება, ამ დრომდე გადაუჭრელად მხოლოდ დამუხტვის დრო რჩება, მაგრამ ამის მიუხედავად ბაზრის ზრდა სამნიშნა პროცენტუი მაჩვენებლით გრძელდება.



მსგავს თემაზე:

SAMSUNG 5G ტექნოლოგიებში და ხელოვნურ ინტელექტში ინვესტირებას ზრდის


5G ინტერნეტის ქსელის განვითარებისთვის $225 მლრდ დაიხარჯება


5G - მეტი ვიდრე მობილური ინტერნეტი 2020 წლიდან


საქართველოში ელექტრომობილების წარმოება დაიწყება


ელექტრომობილების ინდუსტრიაში ავტომწარმოებლები $300 მლრდ-იან ინვესტიციას განახორციელებენ


Harley Davidson ელექტრო მოტოციკლეტს გამოუშვებს



სხვა სიახლეები