• Ƀ/$

ეროვნულმა ბანკმა 37 დღეში ბრუნვიდან $100 მლნ ამოიღო

6 თებერვალი 17:38 | ფინანსები

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 2019 წლის 6 თებერვალს გამართულ სავალუტო აუქციონზე სებ-მა 15 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6497 შეადგინა.

6 თებერვლის ოფიციალური კურსი 2.6506-ს შეადგენდა, 7 თებერვლის კურსმა კი 2.6487 შეადგინა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ინტერვენცია მიმდინარე წელს უკვე მეშვიდეა. ჯამში ეროვნულმა ბანკმა რეზერვების შესავსებად 2019 წელს $100 მლნ შეისყიდა, ამის მიუხედავად ლარი დოლართან მიმართებაში 2.4 თეთრით გამყარდა, სავალუტო ინტერვენციების გარეშე კი გამყარება უფრო მასშტაბური იქნებოდა. სავალუტო შესყიდვების გარდა, 30 იანვარს სებმა მომეტარული პოლიტიკის განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით 6.75%-მდე შეამცირა.


სხვა სიახლეები