• Ƀ/$

კომპანია Vitol-ს თურქმენული ნავთობი აშშ-ის მიერ სანქცირებული ტანკერებით გადააქვს

9 თებერვალი 15:53 | კომპანიები

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ნავთობტრეიდერი – კომპანია Vitol, მოგების მისაღებად მზად არის, დაიქირაოს გემები, რომლებზეც აშშ-ის სანქციებია დაწესებული. ეს  იმის გამო, რომ კომპანია ნავთობპროდუქტებს სირიასა და ყირიმში ყიდის.

როგორც სააგენტო Report-სთვის გახდა ცნობილი, Vitol-მა ნავთობის ექსპორტზე კონტრაქტი კომპანია ENOC-თან (Emirates National Oil Company) გააფორმა იმ საბადოზე, რომელსაც კასპიის ზღვის თურქმენულ შელფზე​ ENOC-ის შვილობილი კომპანია Dragon Oil ამუშავებს.


თავდაპირველად, ნავთობის გატანა იმ გემებით იგეგმებოდა, რომლებიც რუსულ კომპანია “ვფ ტანკერს” და თურქმენულ საზღვაო სანაოსნოს ეკუთვნის. თუმცა, დროთა განმავლობაში, კომპანია Vitol-მა გადაწყვიტა, გაეიაფებინა საზღვაო ტრანსპორტირება და ტანკერები Mekhanik Voronkov (IMO 886719, 1971 წლის გამოშვება) და Grigoriy Bugrov (IMO 8848628, 1974 წლის გამოშვება) დაიქირავა. გემი Mekhanik Voronkov თურქმენეთის პორტ ალაჯაში, ნავთობის ჩასატვირთად, უკვე მიემართება​.


იმის გარდა, რომ ამ გემებს უკვე შეუსრულდა 45 წელზე მეტი და კასპიის ზღვის ეკოლოგიისთვის მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენენ, მათი მფლობელი და ოპერატორი არის კომპანია Trans-flot JSC, Samara, რომელიც, OFAC-ის (Office of Foreign Assets Control) სირიასა და ყირიმში ნავთობ პროდუქტების შეტანის ორგანიზებისთვის, სანქციაში მოხვედრილთა სიაშია. ამას გარდა, კომპანია Vitol მოლაპარაკებებს დამატებით ორი ხომალდის დაქირავების საკითხზეც აწარმოებს, რომლებზეც, ასევე, აშშ-ის სანქციები ვრცელდება. ესენია – Stallingrad (IMO 9690212) და Marshall Tukhachevsky (IMO 9035541). გასაკვირია, რომ კომპანია Vitol, რომელიც მრავალმილიარდიან ოპერაციებს აწარმოებს, აშშ-ში და ამ ქვეყნის ტერიტორიაზე სერიოზული ბიზნესი აქვს, მზად არის, აშშ-ის სანქციების ქვეშ მოხვედრის რისკზე მოკლევადიანი მოგების გამო წავიდეს.


სხვა სიახლეები