• Ƀ/$

ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი ვითარება ეუთოს თავმჯდომარის მთავარ განსახილველ თემად იქცა

11 თებერვალი 14:03 | მედია ბიზნესისთვის - M2B

ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული რთული სიტუაცია მთავარი სასაუბრო თემა გახდა საქართველოში ვიზიტად მყოფ ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარის მიროსლავ ლაიჩაკსა და შერიგების მინისტრ ქეთევან ციხელაშვილს შორის.

ქეთევან ციხელაშვილის თქმით, თავმჯდომარეობის პერიოდში მინისტრის საქართველოში ვიზიტი არის მისი გზავნილი, რომ ეუთო დაინტერესებულია  კონფლიქტის მოგვარების საკითხში კიდევ უფრო აქტიური როლი შეასრულოს.


„ჩვენ ვისაუბრეთ არსებული სიტუაციის სიმწვავეზე. ეუთო ის ორგანიზაციაა, რომლის წევრიცაა რუსეთი. შესაბამისად,  არსებობს ბერკეტები, რომლითაც გარკვეული ზეწოლის მოხდენა შესაძლებელია, რათა ამგვარი ბრუტალური მოქმედებით არ ხდებოდეს საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან მოსახლეობის ყოველდღიურობისათვის ისეთი გამოწვევების შექმნა, როგორიცაა გადაადგილების შეზღუდვა, ადამიანის უფლებების უხეში შელახვა და ა.შ. ეს განსაკუთრებით ეხება ეთნიკურად ქართველებს, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ, რადგან მათ მიმართ, სწორედ ეთნიკურობიდან გამომდინარე, დისკრიმინაციული პოლიტიკა მიმდინარეობს. მინისტრის მხრიდან მოვისმინე სურვილი, რომ სლოვაკეთის თავმჯდომარეობის პერიოდში ეუთო კიდევ უფრო გააქტიურდეს“, - აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.


მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბარი აგრეთვე შეეხო საქართველოს სამშვიდობო ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ,“ სადაც თითოეული პარტნიორის ჩართულობა მნიშვნელოვანია.


მსგავს თემაზე:

"ოკუპირებული ეკონომიკის" კონიუნქტურა და უპერსპექტივობა


ოკუპირებულმა აფხაზეთმა სირიასთან ათწლიანი ე.წ. მეგობრობის ხელშეკრულება გააფორმა



სხვა სიახლეები