• Ƀ/$

სებმა ბრუნვიდან $15 მლნ ამოიღო

15 თებერვალი 16:32 | ფინანსები

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ, 2019 წლის 15 თებერვალს გამართულ სავალუტო აუქციონზე სებ-მა 15 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6414 შეადგინა.

15 თებერვლის ოფიციალური კურსი 2.6420-ს შეადგენდა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ინტერვენცია მიმდინარე წელს უკვე მეცხრეა, თებერვალში კი მესამე. ჯამში ეროვნულმა ბანკმა რეზერვების შესავსებად 2019 წელს $135 მლნ შეისყიდა, $85 მლნ იანვარში და $50 მლნ თებერვალში. ამის მიუხედავად ლარი დოლართან მიმართებაში 3.5 თეთრით გამყარდა, სავალუტო ინტერვენციების გარეშე კი გამყარება უფრო მასშტაბური იქნებოდა. რეზერვების მოცულობა ამჟამად ისტორიულ მაქსიმუმზეა და $3.4 მლრდ-ს აჭარბებს. სავალუტო შესყიდვების გარდა, 30 იანვარს სებმა მომეტარული პოლიტიკის განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით 6.75%-მდე შეამცირა.


სხვა სიახლეები