• Ƀ/$

მთავრობამ კომერციული ბანკებისგან 30 მლნ ისესხა

26 თებერვალი 13:53 | ფინანსები

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 2019 წლის 26 თებერვალს, 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების  5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში  მონაწილეობა ოთხმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. მოთხოვნამ  52 239 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.290 პროცენტით, მაქსიმალური 7.490 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი  7.356 პროცენტით განისაზღვრა.


კუპონური საპროცენტო განაკვეთი 7.375 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.


სხვა სიახლეები