• Ƀ/$

ექსპერტის აზრით ლარის რყევას თიბისის პროცესებთან კავშირი ნაკლებად აქვს

27 თებერვალი 22:18 | ფინანსები

ექსპერტების ნაწილის და ოპოზიციის განცხადებებს ლარის გაუფასურების თი ბი სი ბანკთან დაკავშირებას, ნაკლებ არგუმენტირებულად მიიჩნევს საბანკო დასაფინანსო სფეროს ექსპერტი პროფესორი გიორგი ცუცქირიძე.

მისივე შეფასებით, თიბისი ბანკთან ყველზე „მწვავე დაპირისპირების პიკი უკვე გადავლილია, რასაც ადასტურებს თუნდაც ფაქტი,  რომ  „თიბისი ბანკი“ სამართლებრივ ნაწილში სრულად იზიარებს ეროვნული ბანკის მიერ დაწესებულ სანქციებს და შესაბამისად, რაღაც ნეგატიური მოლოდინების გაჩენა გადაჭარბებულია, როდესაც ბანკთან სადავო და გასარჩევი ეროვნულ ბანკს არაფერი აქვს“.


„რაც შეხება გუშინ ჩაშლილ დებატებს. მოგეხსენებათ  ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, გამოცხადდა საკანონმდებლო ორგანოში და მისი კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი განმარტებები გააკეთა. თუმცა ისეთ დეტალებზე საჯაროდ საუბარი, რომელიც რომელიც ბანკის კომერციულ საიდუმლოებას შეეხება და დარგის მარეგულირებლის მხრიდან დაუშვებელია კომერციულ ბანკთან შეთანხმების გარეშე მისი გასაჯაროვება, ბუნებრივია ვერ ისაუბრებდა და ამ ფაქტსაც ვერ ექნებოდა ზეგავლენა სავალუტო კურსზე, პირიქით სწორედ ცხარე დებატები და ურთიერთბრალდებები იქონიებდა გაცილებით მეტ ნეგატიურ ზეგავლენას სავალუტო კურსზე“. – მიიჩნევს გიორგი ცუცქირიძე.


მისივე თქმით, „რაც შეეხება თავად თიბისის ყოფილი წარმომადგენლების პოზიციას, მოგეხსენებათ დღეს არც  ხაზარაძე, და არც ჯაფარიძე თიბისი ბანკს ოფიციალურად აღარ წარმოადგენენ და ეს ფაქტორიც უნდა გამოირიცხოს. სავალუტო კურსზე ზეგავლენის მოხდენა  ყველზე მეტად შეეძლო თიბისი ბანკის  აქციების  ვარდნას, მაგრამ პირველი დღეების შოკის შემდეგ აქციების ფასის ვარდნა გაჩერდა და დღეს სტაბილურ ზრდას ინარჩუნებს, განსაკუთრებით, ხაზარაძის ბანკიდან ჩამოშორების შემდეგ“.


რაც შეეხება ლარის ბოლო დღეებში გაუფასურებას, ექსპერტი ამბობს, რომ „ბოლო წლებში, მათ შორის 2014-2016 წლების გლობალური შოკების ზეგავლენის ანალიზი აჩვენებს, რომ სავალუტო კურსზეზე ზემოქმერდების არაფუნდამენტარული ფაქტორებიდან, მსხვილ ტრეიდერთა, როგორც წესი იმპორტიორთა და ცალკეულ ინტერესთა ჯგუფების ქცევაც განაპირობებდა, მოკლევადიან პერიოდში სავალუტო სპეკულაციებით მოგების მიღების მიზნით, არც ახლაა გამორიცხული. შესაბამისად, დიდი ალბათობით,  იგივე მოვლენასთან უნდა გვქონდეს საქმე, მით უმეტეს საერთაშორისო ფაქტორების ზეგავლენა და შესაბამისად, კაპიტალის გატანა უნდა გამოირიცხოს.  ამ მოკლევადიან პერიოდრაიმე ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორების ზეგავლენა ისედაც უნდა გამოირიცხოს. ამას ადასტურებს თუნდაც მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი სარეიტინგო კომპანიის Fitch-ის მიერ საქართველოსთვის სუვერენული საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესება „BB-“ -დან „BB“-მდე ანუ ისტორიულ მაქსიმუმამდე, რომელიც არის ყველაზე მნიშვნელოვანი ინდიკატორი, და რომელსაც დიდ ყურადღებას აქცევენ საერთაშორისო ინვესტორები გადაწყვეტილებების მიღებისას“.


სხვა სიახლეები