• Ƀ/$

ფინანსთა სამინისტრომ 40 მლნ ისესხა

5 მარტი 13:34 | ფინანსები

ფინანსთა სამინისტროს 5 მარტის სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, აუქციონში ოთხმა კომერციულმა ბანკმა მიიღო მონაწილეობა.


მოთხოვნამ 67 000 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6.76 პროცენტით, მაქსიმალური 6.89 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 6.876 პროცენტით განისაზღვრა.


სხვა სიახლეები