• Ƀ/$

ელექტრომობილების ინდუსტრიაში გერმანია $45 მლრდ-ს ინვესტირებას მოახდენს

10 მარტი 12:00 | ტექნოლოგიები

გერმანია, მსოფლიოში სიდიდით მეოთხე და ევროპაში #1 ეკონომიკის მქონე სახელმწიფო ელექტრომობილების ინდუსტრიაში აშკარა ჩამორჩენას განიცდის, თუმცა ეს არასახარბიელო სიტუაცია 2022 წლამდე გამოსწორდება.

ჯერ კიდევ 2014 წელს ანგელა მერკელმა პირობა დადო, რომ 2020 წლისთვის გერმანიის ქუჩებში 1 მლნ ელექტრომობილი იმოძრავებდა. ახალი ელექტრომობილის შეძენისშემთხვევაში, თუ მისი ღირებულება €60 000-ს არ აღემატება გერმანიის მოქალაქეები სუბსიდიის სახით €4000-ს ღებულობენ. მათთვის გზებზე სხვა დამატებითი შეღავათებიც მოქმედებს, ამის მიუხედავად 2019 წლის 1 იანვრისთვის 83 მლნ-იან გერმანიაში სულ 197 000 ელექტრომობილი იყო რეგისტრირებული, მაშინ როცა 5.3 მლნ-იან ნორვეგიაში ელექტრომობილების რაოდენობა 1.5-ჯერ მეტს 296 000-ს აღწევდა.


2018 წელს გაყიდული ავტომობილებიდან გერმანიაში მხოლოდ 1.9% იყო აღჭურვილი ელექტრო ძრავით, მაშინ როცა ეს მაჩვენებელი ნიდერლანდებში 6.5%-ს, ისლანდიაში 19%-ს, ნორვეგიაში კი 49%-ს აჭარბებდა.


გერმანია ავტოწარმოების ლიდერია, მისი მოქალაქეები უპირატესობას სამამულო პროდუქციას ანიჭებენ, ელექტრომობილების ყველაზე ცნობილი მწარმოებლები კი Tesla და Nissan არიან, რომელთაგანაც არც ერთია გერმანული. აღნიშნული ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რის გამოც გერმანიაზე უფრო დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში: საფრანგეთი, ბრიტანეთი, ჩინეთი, პორტუგალია... ელექტრომობილების წილის გერმანიისაზე უფრო მაღალია.


Mercedes, BMW და სხვა ცნობილი გერმანულიავტომწარმოებლები ელექტრომობილებს, აქამდეც უშვებდნენ, მაგრამ ეს დამატებით ხაზს შეადგენდა. ვითარება ნელ-ნელა იცვლება და იგივე ავტომწარმოებლები მომდევნო 3 წლის განმავლობაში ელექტრომობილების ინდუსტრიაში $45 მლრდ-ს ინვესტირებას გეგმავენ.


ავტომწარმოებლები ერთის მხრივ სამთავრობო წნეხს განიცდიან, რაც ნახშირორჟანგისა და სხვა მავნე აირების ემისიის შემცირების მიზნით რეგულაციების სისტემატურ გამკაცრებას გულისხმობს, მეორეს მხრივ კი ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად მათზე ფასები მცირდება, რაც ელექტრომობილის თვითღირებულებას ამცირებს და მასზე მოთხოვნას ზრდის.


დღეის მდგომარეობით მსოფლიოში სულ 5 მლნ ელექტრომობილია, რაც მთელი ავტოპარკის 0.4%-ს არ აღემატება.


მსგავს თემაზე:

მერსედესის ელექტრო ქროსოვერი ბაზარზე 2020 წლიდან გამოჩნდება


გერმანია სატრანსპორტო რევოლუციას ამზადებს


ელექტრომობილი 20 წელიწადში დომინანტი გახდება


საქართველოში ელექტრომობილების წარმოება დაიწყება


ელექტრომობილების რბოლაში ჩინეთი იმარჯვებს


Tesla ახალი Model Y-ის წარმოებას იწყებს



სხვა სიახლეები