• Ƀ/$

მთავრობამ ბანკებისგან 60 მლნ ისესხა

12 მარტი 13:47 | ფინანსები

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 2019 წლის 12 მარტს 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა შვიდმა კომერციულმა ბანკმა მიიღო . მოთხოვნამ 63 500 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6.750 პროცენტით, მაქსიმალური 6.770 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 6.755 პროცენტით განისაზღვრა.


იმავე დღეს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე  40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდებიც გაიყიდა.


აუქციონში მონაწილეობა ოთხმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. მოთხოვნამ  66 050 000 ლარიშეადგინა . მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.000 პროცენტით, მაქსიმალური 7.030 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 7.019 პროცენტით განისაზღვრა.


კუპონური საპროცენტო განაკვეთი 7.250 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.


სხვა სიახლეები