• Ƀ/$

წლის განმავლობაში ვაჭრობის დაკრედიტება გაიზარდა, მშენებლობის შემცირდა

15 მარტი 16:06 | ფინანსები

2018 წლის განმავლობაში საკრედიტო პორტფელის 4.7 მლრდ ლარიანი ზრდის შემდეგ, 2019 წლის იანვარში 200 მლნ ლარიანი კლება დაფიქსირდა. ამჟამად მისი მოცულობა 26.4 მლრდ-ს შეადგენს. 

იანვარში დაფიქსირებული კლების მიუხედავად, წლიურ ჭრილში მაინც 20.9%-ითაა გაზრდილი, ხოლო გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 18.7%-ით.


წლის განმავლობაში ფიზიკური პირების დაკრედიტება 16.8%-ით გაიზარდა, მათ შორის სამომხმარებლო სესხების მოცულობა 2.3%-ით, ხოლო იპოთეკური 34.5%-ით. 2018 წლის იანვართან შედარებით ზრდის ტემპი 10.3%-ითაა შემცირებული.


იმავე პერიოდში ბიზნეს სექტორის დაკრედიტება 16.7%-ით გაიზარდა, საიდანაც ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი 66.6% ტრანსპორტის სფეროზე დაფიქსირდა, მეორე ადგილზე ვაჭრობაა +23%. მათ საპირისპიროდ მშენებლობის დაფინანსება 6%-ით შემცირდა, სოფლის მეურნეობის - 14%-ით.


სხვა სიახლეები