ჯერ კიდევ XIX საუკუნეში ტელეგრაფისა და ტელეფონის გამოგონებით ინფორმაციის გადაცემის სიჩქარემ ფიზიკური ნივთების ტრანსპორტირებისას მნიშვნელოვნად გადააჭარბა, რაც XX საუკუნეშიც გაგრძელდა. ტელეპორტაცია ჯერ კიდევ ექსპერიმენტების დონეზე ატომურ მასშტაბებში რჩება, მაგრამ რაიმე ქმედების ჩატარება დისტანციურად უკვე შესაზლებელია.
ჩინეთში პარკინსონით დაავადებულ პაციენტს თავის ტვინის ოპერაცია 3000 კილომეტრის მანძილიდან ჩაუტარეს. მას თავში სტიმულატორის ჩიპი იგივე იმპლანტანტი ჩაუდგეს. პაციენტი ქალა სანიში იმყოფებოდა, ქირურგი კი პეკინში.
პაციენტი ოპერაციით კმაყოფილია და აცხადებს რომ თავს კარგად გრძნობს.
პარკინსონი თავის ტვინის საკმაოდ მძიმე დაავადებაა, რომელიც ნერვულ სისტემაზე მოქმედებს და კიდურების კანკალში ვლინდება. მედიცინის განვითარების მიუხედავად დაავადებულთა რიცხვი 1990-2016 წლებში 2.5 მლნ-დან 6.1 მლნ-მდე გაიზარა.
ტექნოლოგი და კონკრეტულად 5G ინტერნეტი გავლნას მედიცინის განვითარებაზეც ახდენს, თუმცა 5G-ის შესაძლებლობები კიდევ უფრო ვრცელია, რაც ძირითადად ნივთების ინტერნეტის განვითარებას გულისხმობს.
მსგავს თემაზე:
გენეტიკურ დონეზე მკურნალობა სიმსივნეს დაამარცხებს
5G ინტერნეტის ქსელის განვითარებისთვის $225 მლრდ დაიხარჯება
ტრამპს 5G აღარ აკმაყოფილებს, აშშ-ს 45-ე პრეზიდენტი 6G ინტერნეტს ითხოვს