• Ƀ/$

საქართველოს საინვესტიციო პოზიციამ -$23.2 მლრდ შეადგინა

28 მარტი 17:23 | ფინანსები

საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ, 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით -23.2 მლრდ აშშ დოლარი (-62.1 მლრდ ლარი) შეადგინა რაც მშპ-ს (ბოლო ოთხი კვარტალის) -143.3 პროცენტია.

აღნიშნული მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით 110.7 მლნ აშშ დოლარით გაუარესდა.


2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, მთლიანი საერთაშორისო აქტივები 9.8 მლრდ აშშ დოლარია (26.4 მლრდ ლარი), რაც წინა კვარტალის მაჩვენებელს 307.2 მლნ აშშ დოლარით აღემატება.


მთლიანმა საერთაშორისო ვალდებულებებმა 33.0 მლრდ აშშ დოლარი (88.5 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც წინა კვარტალის მაჩვენებელზე 417.9 მლნ აშშ დოლარით მეტია.


მსგავს თემაზე:

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 34.9%-ით 5 წლიან მინიმუმამდე შემცირდა


საინვესტიციო პოლიტიკის გასაცნობად საქართველოში ჰონკონგის დელეგაცია იმყოფება



სხვა სიახლეები