• Ƀ/$

ქუთაისი-გდანსკის მიმართულებით რეგულარული ავიარეისები ამოქმედდა

3 აპრილი 10:56 | ეკონომიკა

გდანსკიდან ქუთაისის მიმართულებით პირველი პირდაპირი ავიარეისი 2 აპრილს, 22:50 საათზე შესრულდა.

პოლონეთის საპორტო ქალაქი გდანსკი რიგით მეოთხე მიმართულება, სადაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პოლონეთის მიმართულებით და პირიქით, რეგულარული ავიარეისების შესრულება დაიწყო.


ამ დღესთან დაკავშირებით, პირველი რეისის მგზავრებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სიმბოლური საჩუქრები დაურიგეს: ჩამომფრენებს, რომელთა უმეტესობა პოლონეთის მოქალაქეები იყვნენ ქართული ღვინოები გადასცეს, ხოლო გამფრენ მგზავრებს - დანკინები.


გდანსკი პოლონეთის ერთ-ერთი მსხვილი სავაჭრო ცენტრი და ნავსადგურია ბალტიის ზღვაზე. ქუთაისიდან გდანსკის მიმართულებით და პირიქით, რეგულარულ რეისებს  ავიაკომპანია ,,ვიზეარი“ კვირაში ორჯერ, სამშაბათსა და შაბათს შეასრულებს.


მსგავს თემაზე:

მსოფლიოს TOP 3 აეროპორტი 2018 წელს 300 მლნ მგზავრს მოემსახურა


ქუთაისის აეროპორტიდან ყველაზე მოთხოვნად მიმართულებად ვენა დასახელდა


კიევი-ბათუმი-კიევის რეისები 25 მაისიდან, ბაქო-ბათუმი-ბაქოს რეისები კი 14 ივნისიდან დაიწყება



სხვა სიახლეები