ბიტკოინის ფასმა $5000-ს გადააჭარბა, რაც გასული წლის 19 ნოემბრის შემდეგ აღარ მომხდარა. #1 კრიპტოვალუტა ბოლო 24 საათში 5%-ით, ბოლო 1 კვირაში კი 23%-ით გაძვირდა. ზრდა უფრო შთამბეჭდავი იყო მისი ყოფილი განაყარის ბიტკოინ ქეშის შემთხვევაში, რომელიც ბოლო 24 საათში 51%-ით, ხოლო ბოლო 1 კვირაში 69%-ით გაძვირდა და ფასმა $286-ს მიაღწია, მაგრამ ბიტკოინ ქეშის დღევანდელი კურსი მხოლოდ 7%-ა 2017 წლის დეკემბრის პიკთან შედარებით.
ლაითკოინი ერთ კვირაში 35%-ით გამყარდა, თუმცა აღნიშნული ვალუტა მიმდინარე წელს ერთ-ერთი ყველაზე მზარდია. ის იანვრიდან მოყოლებული 160%-ით გამყარდა.
აღმავალი ტენდენცია ნარჩუნდება თითქმის ყველა სხვა ცნობილი ციფრული ვალუტის შემთხვევაში.