• Ƀ/$

საბანკო რეგულაციების კორექტირება სტატისტიკურ მონაცემებზეა დამოკიდებული

4 აპრილი 16:39 | ეკონომიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემის ფორმირებისას, ყველა რისკი შეფასდა.

მისივე თქმით, თუ სტატისტიკა დაადასტურებს, რომ საბანკო რეგულაციებში კორექტირებებია შესატანი, შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღება. თუმცა, ამავე დროს პრემიერი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ საუბარია მხოლოდ მცირედ კორექტირებაზე - ვექტორი კი არ შეიცვლება:


„რისკები ყველაფერი შეფასდა, როცა ხდებოდა პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემის ფორმირება. პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემის პოლიტიკას განსაზღვრავენ ადამიანები, რომლებიც არიან პროფესიონალები, აქვთ ძალიან მაღალპასუხისმგებლიანი მიდგომა ასეთი საკითხებისადმი და თუ სტატისტიკამ დაადასტურა, რომ მცირედი კორექტირებები არის შესატანი რეგულაციებში, ყველა მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ სულისკვეთება და ვექტორი არ შეიცვლება“,-განაცხადა მამუკა ბახტაძემ.


1–ლი იანვრიდან საქართველოში გამკაცრებული საბანკო რეგულაციები სრული მასშტაბით ამოქმედდა. ცვლილებების თანახმად, მსესხებელს აღარ შეუძლია უძარვი ქონების იპოთეკით დატვირთვა, თუ სხვა საცხოვრებელი არ გააჩნია. სესხის გაცემა იკრძალება პირზე, რომელსაც დადასტურებული შემოსავალი არ გააჩნია, ხოლო მათზე, ვისაც აქვს შემოსავალი, ლიმიტები წესდება. PTI კოეფიციენტის თანახმად, 1000 ლარამდე ხელფასის მქონე პირებისთვის სესხის მოსახურებისთვის მაქსიმალური ზღვარი ხელფასის 20%–ით განისაზღვრა, ანუ მას, ვისაც 800 ლარი აქვს ხელფასი, ვერ აიღებს ისეთ სესხს, რომლის მომსახურებაც თვეში 160 ლარზე მეტი დაუჯდება.


 


მსგავს თემაზე:

სესხის გამცემ სუბიექტებთან დაკავშირებულ რეგულაციებში ცვლილებები შევიდა


საბანკო რეგულაციები შესაძლოა შერბილდეს


დაკრედიტების ახალი პოლიტიკა - რას და რატომ აზღვევს სახელმწიფო



სხვა სიახლეები