• Ƀ/$

სების პრეზიდენტის განცხადებით შეუზღუდავი დაკრედიტება ქვეყანას სერიოზული პრობლემების წინაშე დააყენებდა

5 აპრილი 14:06 | ფინანსები

„სხვა ქვეყნების გამოცდილებით, დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ რამდენიმე წელიწადში უმძიმესი შედეგი დადგებოდა მოსახლეობის დიდი ნაწილისა და მთლიანად ქვეყნის ეკონომიკისათვის.“ - მიმართა კობა გვენეტაძემ დეპუტატებს. 

„მე ძალიან კარგად მესმის, რომ მოსახლეობის გარკვეული ნაწილისთვის რეგულაციებს მოკლევადიან პერიოდში ვერ ექნებოდა პოზიტიური გავლენა. პრობლემები შეექმნათ იმ ტიპის ბიზნესებს, რომელთა ბიზნეს მოდელი აგებული იყო სწრაფ სასესხო პროდუქტებზე, რომელიც გადახდისუნარიანობის ყოველგვარი ანალიზის გარეშე გაიცემოდა. თუმცა, ამავდროულად, უნდა შევხედოთ დიდ სურათს, თუ რა შედეგი დაგვიდგებოდა ამ ტიპის დაკრედიტების გაგრძელების შემთხვევაში. სხვა ქვეყნების გამოცდილებით, დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ რამდენიმე წელიწადში უმძიმესი შედეგი დადგებოდა მოსახლეობის დიდი ნაწილისა და მთლიანად ქვეყნის ეკონომიკისათვის.  უმუშევრობა მნიშვნელოვნად გაიზრდებოდა. ჩვენი ყველას, როგორც ეროვნული ბანკის, ისე მთავრობისა და პარლამენტის, ფუნქცია, როლი და მანდატია, რომ არ  დაველოდოთ ვითარების რადიკალურად გაუარესებას და სამომავალო პრობლემების ასარიდებლად დროულად მივიღოთ ზომები.


ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, დაკრედიტების ზრდის ტემპი ეკონომიკის ზრდის ტემპებთან შედარებით საკმაოდ მაღალი იყო


მისი განცხადებით ბოლო 6 წლის განმავლობაში ფიზიკური პირების დაკრედიტება მშპ-სთან მიმართებაში 15%-დან 40%-მდე გაიზარდა. კობა გვენეტაძის თქმით: „ ჩვენნაირი ეკონომიკისათვის 40% უკვე ძალიან მაღალი მაჩვენებელია. ამასთან, ეკონომიკის ზრდის ტემპებთან შედარებით, დაკრედიტების ზრდის ტემპიც ასევე საკმაოდ მაღალი იყო. კერძოდ, საკრედიტო ზრდა ბოლო 3-5 წლის მანძილზე, საშუალოდ, წლიურად 20%-ზე მაღალი იყო.  თუ დავალიანება უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე მისი მომსახურების შესაძლებლობა, ეს რამდენიმე წელიწადში აუცილებლად გამოიწვევდა მძიმე პრობლემებს, როგორც მსესხებლებისათვის, ასევე საფინანსო სექტორისათვის და მთლიანად ეკონომიკისათვის. ჩვენი საქმიანობის უმთავრესი მიზანი კი სწორედ ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფაა“


სხვა სიახლეები