• Ƀ/$

ბიტკოინის ფასმა $6000-ს გადააჭარბა

9 მაისი 12:29 | კრიპტოეკონომიკა

ბოლო 7 თვის განმავლობაში პირველად ბიტკოინის ფასი $6000-ს გადასცდა და $6015-ს მიაღწია. პირველი იანვრიდან მოყოლებული #1 კრიპტოვალუტა 63%-ით გამყარდა.

გამყარების ტენდენციას სხვა ციფრული ვალუტებიც მისდევენ, მაგრამ შედარებით დაბალი ტემპით, რის გამოც ბიტკოინის წილი მთელს კრიპტოკაპიტალიზაციაში ბოლო ერთ თვეში 51-დან 57%-მდე გაიზარდა.


რაც შეეხება სხვა კრიპტოვალუტებს ეთერიუმი ბოლო 1 კვირაში 6%-ით $171-მდე გამყარდა. რიპლის ფასი უცვლელია და ის 30 ცენტს შეადგენს. 5%-ით 287-მდე გამყარდა ბიტკოინ ქეშიც.


2017 წელი ბიტკოინისა და კრიპტოვალუტების წელი იყო. $17 მლრდ-იანი კრიპტობაზარი 4800%-ით $830 მლრდ-მდე გაიზარდა, საკუთრივ ბიტკოინის ფასი 1900%-ით $1000-დან $20 000-მდე. სამთავრობო და ტრანსნაციონალური კომპანიების რეგულაციებმა 2018 წელს ბაზარი 8-ჯერ შეამცირა. ექსპერტები 2019 წელს ბაზრის გამოცოცხლებას და ფასების ხელახალ ზრდას ელიან, თუმცა იქნება თუ არა ეს 2017 წლის მასშტაბების ჯერ უცნობია.


მსგავს თემაზე:

Binance-ის ანგარიშებიდან $41 მლნ-ის ბიტკოინები მოიპარეს



სხვა სიახლეები