• Ƀ/$

STARBUCK-ის უნებლიე რეკლამა $2.3 მლრდ-დ შეფასდა

9 მაისი 16:15 | კომპანიები

სამეფო კარის თამაშების მერვე სეზონში კადრში მოულოდნელად starbuck-ის ყავა აღმოჩნდა. უნებლიე რეკლამა $2.3 მლრდ-დ შეფასდა.

ბრენდირებული ყავის ჭიქის გამოჩენას სერიალის ფანებში და არა მხოლოდ მათში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ფოტომ სოციალური ქსელებიც მოიარა. HBO-შიც და starbuck-შიც ირწმუნებიან რომ რეკლამა გამიზნული არ ყოფილა და კადრი უბრალოდ გაიპარა.


თანამედროვე ნივთები: მაჯის საათი, საკრედიტო ბართი, მობილური ტელეფონი სხვა ძველ ეპოქაზე გადაღებულ ფილმებშიც გამოჩენილა, თუმცა მსგავსი რეზონანსი არც ერთს არ მოჰყოლია.


Starbuck 1971 წელს ვაშინგტონში დაარსდა და ამ დროისათვის მსოფლიო მასშტაბით  30 000-მდე კაფეს ფლობს. კომპანიის შემოსავლებმა 2018 წელს $24.7 მლრდ-ს მიაღწია, საიდანაც წმინდა მოგება $4.5 მლრდ იყო. კაპიტალიზაცია $95 მლრდ-ს აღწევს, მხოლოდ ბრენდის ღირებულება $44 მლრდ-ს, თანამშრომელთა რიცვხვი კი 291 000-ს.


მსგავს თემაზე:

უოლ–სთრითზე Starbucks გააკრიტიკეს



სხვა სიახლეები