• Ƀ/$

საუდის არაბეთი რუსეთთან ენერგეტიკაში თანამშრომლობას ერიდება

23 მაისი 16:21 | ეკონომიკა

საუდის არაბეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია „საუდი არამკომ“, რუსულ კომპანია „ნოვატეკომთან“ ერთად, თხევადი გაზის მოპოვების პროექტ „Arctic LNG-2”-ში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

ოფიციალურმა ერ-რიადმა, რუსული გაზის სანაცვლოდ, ამერიკული ნედლეულის შეძენა არჩია.


არსებული ინფორმაციით, არაბულმა კომპანიამ, ზემოთ აღნიშნულ პროექტში კაპიტალის დაბანდებაზე, „ნოვატეკომის“ მიერ შემოთავაზებული მისთვის არასასურველი პირობების და ზოგადად დასავლური სანქციების შიშით, რუსეთთან ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობაზე თქვა უარი.


სხვა ვერსიით, „ნოვატეკომმა“ ამჯობინა ითანამშრომლოს ორ ჩინურ კომპანიასთან - „CNODC”-თან და „CNOOC”-თან. აპრილის ბოლოს დადებული ხელშეკრულებით, თითოეულმა მიიღო პროექტის 10-პროცენტიანი წილი.


წინა წელს მიღწეული შეთანხმებით, კიდევ ერთ 10-პროცენტს ფრანგული კომპანია „ტოტალი“ მიიღებს. შესაბამისად, „არამკოს“ მხოლოდ დარჩენილი 10-პროცენტის მიღება შეეძლო, რადგან კომპანია „ნოვატეკომის“ განცხადებით, უცხოურ კომპანიებზე მხოლოდ 40-პროცენტიან წილს გამოჰყოფდა. „არამკოს“ კი 20-დან 30-პროცენტზე ჰქონდა მოთხოვნა.


მაისში ცნობილი გახდა, რომ „საუდი არამკომ“, ბუნებრივი თხევადი გაზის მოპოვების სფეროში საკმაოდ გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმა ამერიკულ კომპანია „სემპრასთან“.


უკანასკნელი საკმაოდ დიდ კონკურენციას უწევდა უცხოურ კომპანიებს, მათ შორის რუსულს.


საუდის არაბეთი ბუნებრივი გაზის მარაგების მქონე ერთ-ერთ ყველაზე დიდი სახელმწიფოა მსოფლიოში, მაგრამ მისი მოპოვება, სათანადო ტექნოლოგიების არქონის გამო, არ შეუძლია.


სხვა სიახლეები