• Ƀ/$

საბანკო აქტივების მოცულობამ 40 მლრდ-ს მიაღწია

27 მაისი 19:03 | ფინანსები

საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები აპრილში წინა თვესთან შედარებით, 590.2 მლნ ლარით, ანუ 1.5 პროცენტით გაიზარდა  და 2019 წლის პირველი მაისისათვის 40.0 მლრდ ლარს მიაღწია.

საქართველოს საბანკო სექტორი 2019 წლის პირველი მაისის მდგომარეობით, 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.


საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 5.3 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 13.1 პროცენტია.


მსგავს თემაზე:

დეპოზიტების მოცულობამ 23.1 მლრდ-ს მიაღწია



სხვა სიახლეები