• Ƀ/$

Lamborghini-მ სახიფათო გზებისთვის სუპერმანქანა შექმნა

6 ივნისი 19:00 | კომპანიები

სპორტული მაქნქანების მწარმოებელმა კომპანია Lamborghini-მ სახიფათო გზებისთვის მსოფლიოში პირველი ძვირადღირებული სუპერმანქანა შექმნა.

პროექტის სახელია Sterrato. მოდელი LDVI სისტემას იყენებს. ის წინასწარ განსაზღვრავს მძღოლის მოქმედებას და ეხმარება მას აკონტროლოს მთლიანი ბორტის სისტემები.


მისი ძრავა ორიგინალი მოდელის გაუმჯობესებული ვარიანტია. მანქანის ქვედა ნაწილი დაცულია ალუმინის ფილებით და საჰაერო ფილტრისა და ძრავის ირგვლივ დამონტაჟებულია სპეციალური ბარიერები ქვიანი ზედაპირისთვის. უსაფრთხოებისთვის მძღოლის ადგილი ტიტანის მსუბუქი ფენით არის დაფარული.


მანქანის ყველა ნაწილი შექმნილია ექსტრემალურ სიტუაციებში სწრაფი გადაადგილებისთვის. მას აქვს სინათლის დიოდის ჭერის პანელი და ძლიერი ფარები ბამპერზე. სასიგნალო ფარებს აქვს ისრების ფორმა, რაც სპორტულ მანქანას ვიზუალურად „ბოროტულ“ იერს აძლევს.


კომპანია აღნიშნავს, რომ მის კონკურენტებს მსგავსი ავტომობილი არ აქვთ და მათი მოდელი მსოფლიოში ერთადერთია.


მსგავს თემაზე:

სად ყიდულობენ ყველაზე მეტ Lamborghini-ს


ველოსიპედი Lamborghini–სგან – $20 ათასად



სხვა სიახლეები