• Ƀ/$

კურორტ ლებარდემდე მისასვლელი გზის მშენებლობა მიმდინარეობს

10 ივნისი 10:36 | ეკონომიკა

მარტვილში, კურორტ ლებარდემდე მისასვლელი გზის მშენებლობა მიმდინარეობს. სამშენებლო სამუშაოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. 

პირველი ეტაპის სამუშაოები გზის ექვს კილომეტრიანი მონაკვეთის დაგებას ითვალისწინებს.


შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ტალერი – ლებარდეს საავტომობილო გზის მშენებლობა ასფალტო-ბეტონის საფარის დაგებასთან ერთად  ითვალისწინებს რკინა-ბეტონის კიუვეტების, რკინა-ბეტონის მილების, გაბიონების, არხების, მიერთებების და ეზოების შესასვლელების მოწყობას.


პროექტის ღირებულება 3 600 000 ლარს შეადგენს. სამუშაოები მიმდინარე წლის ოქტომბერში დასრულდება. ტალერი-ლებარდეს გზის რეაბილიტაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.


მსგავს თემაზე:

ბაკურიანის შემოვლითი გზის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია



სხვა სიახლეები