• Ƀ/$

ეროვნულმა ბანკმა შპს "ზიქსიფეის" საგადახდო მომსახურების რეგისტრაცია გაუუქმა

14 ივნისი 13:36 | ფინანსები

საქართველოს ეროვნული ბანკის 6 ივნისის N43 განკარგულების საფუძველზე, შპს "ზიქსიფეის" (საიდენტიფიკაციო ნომერი: 404551150) საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაცია გაუუქმდა და ლიკვიდაციის რეჟიმში გადავიდა.

ლიცენზიის გაუქმების შესახებ განკარგულებას ხელს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის არჩილ მესტვირიშვილი აწერს.


იმისათვის, რომ შპს "ზიქსიფეიმ" მოახდინოს კრედიტორთა წინაშე არსებული ვალდებულებების დროული დაზუსტება და შეუფერხებელი გასტუმრება, ყველა კრედიტორმა საზოგადოების ლიკვიდატორს უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:


ფიზიკური პირების შემთხვევაში:


1. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ID ბარათი, ბიომეტრიული პასპორტი);


2. შპს "ზიქსიფეის"  მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი თქვენს ხელთ არსებული შესაბამისი დოკუმენტაცია.


იურიდიული პირების შემთხვევაში:


1. ამონაწერი სსიპ-საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;


2. იურიდიული პირის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი;


3. შპს "ზიქსიფეის" მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი თქვენს ხელთ არსებული შესაბამისი დოკუმენტაცია.


ზემოაღნიშნული დოკუმენტაციის ლიკვიდატორისთვის მიწოდება ხორციელდება წინამდებარე განცხადების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ბანკის ცენტრალურ ოფისში, შემდეგ მისამართზე:  0114 ქ. თბილისი, სანაპიროს ქ. N2. აღნიშნული პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში კრედიტორთა პრეტენზიები არ მიიღება.


შპს "ზიქსიფეის" ლიკვიდატორად ეროვნული ბანკიდან როინ ცაციაშვილი დაინიშნა.


სხვა სიახლეები