• Ƀ/$

ელექტროველოსიპედები და ელექტროსკუტერები თბილისის მერიის მიერ განსაზღვრულ ადგილებში განთავსდება

12 ივლისი 15:13 | მედია ბიზნესისთვის - M2B

თბილისში ელექტროველოსიპედების და სკუტერების გაქირავების სერვისის გამოჩენას თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე აფასებს.

ჩაკვეტაძის განცხადებით საკრებულოში საკანონმდებლო პაკეტის  განხილვა მიმდინარეობს, რომლის მიღების შემდეგ, დედაქალაქში  ეკო-ტრანსპორტისთვის სპეციალური ინფრასტრუქტურა და საპარკინგე ადგილები განთავსდება.


„მინდა, გამოვეხმაურო სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას ელექტროსკუტერების გაქირავებასთან დაკავშირებით. თბილისის საკრებულოში განვიხილავთ საკანონმდებლო პაკეტს, რომლის მიღების შემდეგაც ეკო-ტრანსპორტისთვის სპეციალური ინფრასტრუქტურა და საპარკინგე ადგილები განთავსდება. ელექტროველოსიპედების და სკუტერების გაქირავების სერვისი სისტემურად მოწესრიგდება. საკრებულოს დადგენილების მიღების შემდეგ, ელექტროველოსიპედების და ელექტროსკუტერების განთავსება მერიის მიერ წინასწარ განსაზღვრულ ადგილებზე იქნება შესაძლებელი. ასევე, დაინერგება პარამეტრები, რაც კომპანიებმა უნდა გაითვალისწინონ“- განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.


გიორგი ჩაკვეტაძის განცხადებით, ელექტროველოსიპედების და სკუტერების გაქირავების სერვისი მერიის მიერ არ  რეგულირდებოდა  და კომპანიები მუნიციპალიტეტთან შეთანხმების გარეშე მოქმედებდნენ.


მსგავს თემაზე:

ელექტროველოსიპედების გაქირავების წესში ცვლილებები შედის



სხვა სიახლეები