• Ƀ/$

Buta Airways ბათუმის მიმართულებით ფრენის სიხშირეს ზრდის

15 ივლისი 14:28 | კომპანიები

 

აზერბაიჯანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „Buta Airways“ ბაქო-ბათუმი-ბაქოს საჰაერო ხაზზე ერთ სიხშირეს ამატებს და 17 ივლისიდან 18 სექტემბრამდე რეგულარული რეისებს კვირაში 3 სიხშირით შეასრულებს.

ფრენები Eმბრაერ E190, Aირბუს A319 და A320 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება. ავიაკომპანიამ ბაქოსა და ბათუმს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის შესრულებამიმდინარე წელს დაიწყო.


საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ,„Bუტა Aირწაყს“-ს გაზრდილი სიხშირით საჰაერო მიმოსვლის შესრულებისნებართვა 2019 წლის 11 ივლისს მიენიჭა.


მიმდინარე სეზონზე, ბათუმის მიმართულებით ჩარტერული რეისები დაინიშნა ასევე ყაზახეთიდან. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს 4 ივლისის ნებართვის შესაბამისად, ყაზახურიავიაკომპანია B. & K. Aერო ატირაუ-ბათუმი-ატირაუს საჰაერო ხაზზე ჩარტერულ ფრენებს 6 ივლისიდან ასრულებს. ფრენები 17 აგვისტოს ჩათვლით, ყოველ შაბათს, (6, 13, 20, 27ივლისი, 3, 10, 17 აგვისტო) Bოეინგ B737-300 ტიპის საჰაერო ხომალდით ხორციელდება. ფრენები საქართველოს მიმართულებით ტურისტული ნაკადების ტრანსპორტირებაზეაორიენტირებული.


 


 


სხვა სიახლეები