• Ƀ/$

გლდანში სპორტული მოედნების რეაბილიტაცია სამ მისამართზე დასრულდა

17 ივლისი 15:50 | მედია ბიზნესისთვის - M2B

გლდანის რაიონში, სამ მისამართზე - თავისუფლების N11-13, მესამე მიკრორაიონის N79 და მეოთხე მიკრორაიონის N105 საცხოვრებელ კორპუსებთან სპორტული მოედნების რეაბილიტაცია დასრულდა.

პროექტის ფარგლებში, დაიგო ბალახის ხელოვნური საფარი, შეიცვალა ლითონის მავთულბადეები და დამონტაჟდა სპორტული მოედნისთვის საჭირო ყველა სხვა ინვენტარი. სამივე სპორტული მოედანი კომბინირებულია და თანამედროვე სტანდარტებს აკმაყოფილებს.


სამუშაოებისთვის, რომელიც ტენდერში გამარჯვებულმა შპს „დოკასპორტმა“ განახორციელა, 212 562 ლარი გამოიყო.  


გლდანის რაიონში მიმდინარე წელს სამი სრულიად ახალი სპორტული მოედანი მოეწყო, შვიდ მოედანს კი რეაბილიტაცია ჩაუტარდა. მოედნები აღჭურვილია ფეხბურთისა და კალათბურთისთვის საჭირო თანამედროვე ინვენტარით.


გლდანის რაიონის გამგეობა ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, სპორტული სივრცეებისა და ფიტნეს ზონების მოწყობას მომავალშიც განაგრძობს.


მსგავს თემაზე:

გლდანში ავტოფარეხების ადგილას სკვერი მოეწყობა


გლდანულას ხიდების სარეკონსტრუქციო სამუშაოები დასრულდა



სხვა სიახლეები