• Ƀ/$

TBC-ის აქციებმა ზრდა დაიწყო

29 ივლისი 12:51 | ფინანსები

19%-იანი ვარდნის შემდეგ, ლონდონის ბირჟაზე TBC-ის აქციებმა ზრდა დაიწყო. ამჟამად თითო აქცია £12.94-ად ივაჭრება, რაც პარასკევის მინიმუმს £0.76-ით აღემატება. 

საქართველოში კაპიტალიზაციით, ასევე აქტივების მოცულობით #1 ბანკის აქციებმა ვარდნა ოთხშაბათს დღის 12 საათიდან მას შემდეგ დაიწყო, რაც გენერალურმა პროკურატურამ TBC-ის დამფუზნებელს მამუკა ხაზარაძეს ბრალი წარუდგინა. მიუხედავად იმისა, რომ მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ დირექტორთა საბჭო იმავე დღეს დატოვეს, ვარდნა პარასკევამდე გაგრძელდა და ლარში გადაყვანით ზარალმა 550 მლნ-ს გადააჭარბა. ყველა ქართული კომპანიის ზარალმა კი ლონდონის ბირჟაზე ჯამში 700 მლნ-ს მიაღწია.


პარასკევს სასამართლოს გადაწყვეტილებით ხაზარაძესა და ჯაფარიძეს აღმკვეთი ღონისძიების სახით 700-700 ათასი ლარის გირაო შეეფარდათ. მათ ასევე აეკრძალათ ქვეყნის დატოვება სამართალდამცავი უწყების ნებართვის გარეშე.


პროკურატურა ხაზარაძეს 2007-2008 წლების ტრანზაქციის საქმეს ედავება და $17 მლნ-ს გათეთრებაში ადანაშაულებს. ხაზარაძე ბრალდებას უარყოფს და ყველაფერს ანაკლიის პორტის არაშენების სურვილით ხსნის.


მსგავს თემაზე:

მამუკა ხაზარაძე: სახელმწიფო მანქანა არ აჩერებს თავის მოძრაობას ჩვენს წინააღმდეგ


მამუკა ხაზარაძე ანაკლიის მმართველ საბჭოს ტოვებს


მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს 700 -700 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეეფარდათ


რა აუფასურებს ლარს? ნამდვილი და ცრუ მიზეზები



სხვა სიახლეები