• Ƀ/$

ეროვნული ბანკი 1-ელ აგვისტოს სავალუტო აუქციონზე $40 მლნ-ს გაყიდის

31 ივლისი 17:57 | ფინანსები

ლარის კურსის ვარდნასთან დაკავშირებით, ფასების სტაბილურობის შენარჩუნების მოტივით ეროვნული ბანკი 1-ელ აგვისტოს სავალუტო აუქციონზე $40 მლნ-ს გაყიდის. აღნიშნულთან დაკავშირებით სები განცხადებას ავრცელებს:

"ეროვნული ბანკის შეფასებით, მიუხედავად დადებითი შიდა და საგარეო მაკროეკონომიკური დინამიკისა, ტურიზმთან დაკავშირებული შოკისა და ნეგატიური მოლოდინების ფონზე, დღეისათვის გაცვლითმა კურსმა ისეთ ნიშნულს მიაღწია, რომელმაც შესაძლებელია რისკი შეუქმნას ფასების სტაბილურობას. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნული ბანკი მიზანშეწონილად მიიჩნევს მის ხელთ არსებული ინსტრუმენტების თანმიმდევრულ გამოყენებას, რათა არ მოხდეს ამ რისკის მატერიალიზაცია.


ამ მიზნით, ეროვნული ბანკი ხვალ, 1 აგვისტოს, სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის. საჭიროების შემთხვევაში, ეროვნული ბანკი ინტერვენციებს მომავალ დღეებშიც მიმართავს. თუ გაცვლითი კურსიდან მომდინარე წნეხი ინფლაციაზე შენარჩუნდა, ეროვნული ბანკი ასევე გაამკაცრებს მონეტარულ პოლიტიკას."


მსგავს თემაზე:

ლარის ისტორია 1995 წლიდან დღემდე


რა აუფასურებს ლარს? ნამდვილი და ცრუ მიზეზები


ვინ რამდენით აზარალა ლარის ვარდნამ? პროდუქციის ნაწილზე ფასები გაორმაგდა



სხვა სიახლეები