• Ƀ/$

სემეკი და იუსტიციის სახლი ერთობლივი პროექტით მომხმარებელს კომფორტულ სერვისს სთავაზობენ

5 აგვისტო 13:40 | კომპანიები

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა (სემეკ) და იუსტიციის სახლის ერთობლივ პროექტში, დამატებით, კომუნალური მომსახურების 18 კომპანია ჩაერთო.

აღნიშნულის შედეგად, ახლა უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების მომხმარებლებს შეუძლიათ, იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში ერთი ვიზიტით მიიღონ რამდენიმე კომუნალური მომსახურება - ბინის ყიდვის ან იჯარის შემთხვევაში დარეგისტრირდნენ კომუნალური კომპანიების (დენი, გაზი, წყალი) აბონენტებად, განაახლონ მონაცემები. ასევე, გადაამოწმონ უძრავ ქონებაზე არსებული კომუნალური (დენი, გაზი, წყალი) დავალიანება, შესაძლო პრობლემების თავიდან აცილების მიზნით. სერვისით სარგებლობა შეუძლიათ როგორც მუდმივ, ისე დროებით აბონენტებს.


სემეკისა და იუსტიციის სახლის ერთობლივ პროექტში, რომლის მიზანიცაა მოქალაქეებისთვის სწრაფი და გამარტივებული მომსახურებების შეთავაზება, კომუნალური მომსახურების უკვე 28 კომპანიაა ჩართული.


იუსტიციის სახლის ფილიალებში მომსახურების მიღება შეუძლიათ: „ინტერ-გაზის“, „ვაკეს“, „ჩირაღდანი XXI საუკუნეს“, „აკრიანი 2006-ის“, „გასკო+-ის“,  „ენერგია +-ის“, „ტაბას“, „საჩხერეგაზის“, „გამას“, „ყამარი მ-ს“, „ენერგოკავშირის“, „ვარკეთილაირის“, „დიდი დიღმის“, „სოგურის“, „საჩხერის წყალკანალის“, „ქობულეთის წყალის“, „ბათუმის წყალის“, „მარნეულის სოფწყალის“, „მცხეთისწყალის“, „რუსთავწყალის“, „თელავგაზის“, „თელასის“,  „ჯორჯიან უოთერ ანდ ფაუერის“,„თბილისი ენერჯის“, „ენერგო-პრო ჯორჯიას“, „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“, „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ კომუნალური მომსახურებების მიღების მსურველებს.


სხვა სიახლეები