• Ƀ/$

ივლისში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი შემცირდა

13 აგვისტო 12:07 | ეკონომიკა

საქართველოს 5-ვე აეროპორტი (თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, მესტია, ამბროლაური) 2019 წლის ივლისში 572 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც 45 ათასი მგზავრით ნაკლებია 2018 წლის ივლისის მაჩვენებელთან (617 ათასი) შედარებით. 

მგზავრთნაკადის 7.3-პროცენტიანი კლება 2019 წლის 8 ივლისიდან რუსეთის მიმართულებით პირდაპირი ავიამიმოსვლის შეჩერებამ გამოიწვია.


2019 წლის ივლისში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 385 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც დაახლოებით 10 პროცენტით (45 ათასი) ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2018 წლის ივლისში თბილისის აეროპორტი 429 ათას მგზავრს მოემსახურა.


ამავე საანგარიშო პერიოდში მგზავრთნაკადი შემცირდა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტშიც. 2019 წლის ივლისში ბათუმის აეროპორტის მომსახურებით 100 ათასმა მგზავრმა ისარგებლა, რაც 11 ათასით - ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2018 წლის ივლისში ბათუმის აეროპორტი 111 ათას მგზავრს მოემსახურა.


ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადის 14 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა. 2019 წლის ივლისში აღნიშნული აეროპორტის მომსახურებით86 ათასი მგზავრმა ისარგებლა მაშინ, როცა 2018 წლის ივლისში ეს მაჩვენებელი 75 ათას მგზავრს შეადგენდა. ქუთაისის აეროპორტის მგზავრთნაკადის სტატისტიკაზე ნაკლები გავლენა მოახდინა რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის შეჩერებამ, რადგან აღნიშნულ აეროპორტიდან რუსეთის მიმართულებით კვირაში მხოლოდ 2 რეისი სრულდებოდა. 


რაც შეეხება მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტებს, ისინი 2019 წლის ივლისში ჯამურად 1046 მგზავრს მოემსახურნენ. 2018 წელს ეს მაჩვენებელი 984 მგზავრი იყო. მესტიის აეროპორტის მომსახურებით 2019 წლის ივლისში 819 მგზავრმა ისარგებლა, რაც 75 მგზავრით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (744 მგზავრი), ხოლო ამბროლაურის აეროპორტმა საანგარიშო პერიოდში 227 მგზავრი გაატარა, რაც 13 მგზავრით ნაკლებია 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (240 მგზავრი).


2019 წლის პირველი ორი კვარტლის მონაცემებით, საქართველოში დაფიქსირდა მგზავრთნაკადის ზრდის მნიშვნელოვანი დინამიკა. 2019 წლის პირველი 6 თვის მონაცემებით (იანვარი-ივნისი), საქართველოს ხუთივე აეროპორტი ჯამში  2.487 მლნ მგზავრს მოემსახურა, რაც 18 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს - 2018 წელს 2.103 მლნ მგზავრი. 


2019 წლის 7 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადის ზრდის ტემპმა 12% შეადგინა და 3.058 მლნ მგზავრს მიაღწია.


მსგავს თემაზე:

ქუთაისის აეროპორტის ტერმინალის გამტარუნარიანობა 4-ჯერ გაიზრდება


ქუთაისის აეროპორტს კრაკოვის რეისი დაემატა



სხვა სიახლეები