• Ƀ/$

ლილომდე და რუსთავამდე მიწიზედა მეტროს ხაზის დაფინანსებისთვის მოლაპარაკებები იწყება

13 სექტემბერი 12:08 | ეკონომიკა

ფინანსთა სამინისტრო EBRD -თან და EIB-სთან ურბანული რკინიგზის პროექტის დაფინანსებისთვის მოლაპარაკებებს იწყებს.

ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის განცხადებით, ფინანსთა სამინისტრო დაიწყებს მოლაპარაკებებს EBRD -თან (ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი) და EIB-სთან (ევროპის საინვესტიციო ბანკი) თბილისის ურბანული კრინიგზის პროექტის განსახორციელებლად.


„ეს პროექტი, სავარაუდოდ, საკმაოდ მსხვილი პროექტია.ეს არის სამგორი ლილოს მიმართულებით საქალაქო ურბანული ღერძის განვითარების პროექტი. დაახლოებით 7 სადგური იქნება. რაც მთავარია, ამ პროექტის ფარგლებში იგეგმება რუსთავთან დაკავშირება. ეს არის თბილისის მერიის ინიციატივა და მათ მოგვმართეს თხოვნით, დაგვეწყო მოლაპარაკებები. EBRD -ს და EIB-ს აქვთ ინტერესი ამ პროექტის მიმართ,პირველადი მოთელვა მათსა და თბილისის მერიას შოროს მოხდა“,-განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.


პროექტის ღირებულება 175 მლნ დოლარიდან 200 მლნ დოლარამდეა.


„რასაკვირველია სესხზეა საუბარი, თუმცა ეს ის სფეროა, სადაც ასევე გრანტების მოზიდვაც შესაძლებელია“,-აღნიშნა მაჭავარიანმა.


ლილომდე და რუსთავამდე მიწისზედა მეტროს ხაზის პროექტის იდეა ფინასთა მინისტრამდე თბილისის მერმა კახა კალაძემ გააჟღერა. საკონკურსო პროექტს ავსტრიული კომპანია ამზადებს. 


მსგავს თემაზე:

სამგორიდან ლილომდე მიწისზედა მეტროს 8 სადგური გაიხსნება


ლილომდე და რუსთავამდე მიწისზედა მეტროს ხაზის პროექტს ავსტრიული კომპანია მოამზადებს



სხვა სიახლეები