• Ƀ/$

რე|ბანკი Tbilisi Mural Fest-ის სპონსორია

17 სექტემბერი 14:24 | კომპანიები

17-25 სექტემბერს, თბილისისა და ბერლინის მერიების ინიციატივით, თბილისში პირველად ჩატარდება საერთაშორისო ფესტივალი TBILISI MURAL FEST, რომლის ფარგლებშიც სტრიტ არტის საერთაშორისო ვარსკვლავების მიერ მოიხატება ქალაქის 10 კედელი.

წლევანდელი ფესტივალის ფოკუსი ბერლინელ მხატვრებზეა, თუმცა მათთან ერთად, ქალაქს მოხატავენ სხვა ევროპელი, მათ შორის ქართველი მხატვრებიც. ფესტივალის მსვლელობისას გაიმართება შეხვედრები მხატვრებთან, ღია ვორქშოპი და პოდიუმის დისკუსია ქუჩის მხატვრობის და ურბანული განვითარების შესახებ.


„მოხარული ვართ, რომ ასეთ საინტერესო პროექტის მხარდამჭერია რე|ბანკი. ეს ერთ- ერთი პირველი აქტივობაა პაშა ბანკის საცალო საბანკო მომსახურების ქვე-ბრენდის, რე|ბანკის, მხრიდან და იმედი გვაქვს, რომ მომავალშიც შევძლებთ სასარგებლო და გამორჩეულ პროექტებს დაფინანსებას“, - ანანო ქორქია, პაშა ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი.


25 სექტემბერს კი, ორბელიანის მოედანზე, ღია ცის ქვეშ, გაიმართება ფესტივალის დახურვისადმი მიძღვნილი ელექტრონული მუსიკის კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს KORDZ-ი.


LINE UP:


CASE MACLAIM


QUINTE55ENZ


INNERFIELDS


EL BOCHO


MUSYA


COLLIN VAN DER SLUIJS


KERA


SNYDER


LUKA JAPARIDZE & V45


HRVB



ფესტივალის ფეისბუქ გვერდი: https://www.facebook.com/TbilisiMuralFest/


 


 


სხვა სიახლეები