• Ƀ/$

საუდის არაბეთში მომხდარ თავდასხმას ფრანგი ექსპერტები გამოიძიებენ

18 სექტემბერი 13:25, 2019 წელი | მედია ბიზნესისთვის - M2B

საფრანგეთი საუდის არაბეთში საკუთარ ექსპერტებს გააგზავნის, რომლებიც სანავთობე ობიექტებზე შაბათს მომხდარი თავდასხმის გამოძიებაში ჩაერთვებიან.

ამის შესახებ, ელისეის სასახლეში, პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და პრინც მუჰამედ ბინ სალმან ალ-საუდს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადეს. ლიდერთა შორის მოლაპარაკებები სამშაბათს, 17 სექტემბერს გაიმართა.


სატელეფონო საუბრისას მაკრონმა მკაცრად დაგმო აბკაიკსა და ხურაისში მდებარე ობიექტებზე განხორციელებული შეტევები და სოლიდარობა გამოხატა ოფიციალური ერ-რიადის და მისი მოქალაქეების მიმართ. „მან კიდევ ერთხელ დაადასტურა ოფიციალური პარიზის ვალდებულება, უზრუნველყონ საუდის არაბეთის უსაფრთხოება და რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნება“ - აღნიშნეს ელისეის სასახლეში.


„შეტევამ, რომელმაც სამეფოს სანავთობე მიწოდების სიხშირის ნახევარი შეაჩერა, ზიანს აყენებს ფრანგულ დიპლომატიას, რომელიც თავის მხრივ ცდილობს აშშ-ირანის კონფლიქტის თავიდან არიდებას“ - განაცხადეს ფრანგმა დიპლომატებმა.


საუდის არაბეთის ნავთობ ობიექტებზე უპილოტო საფრენი აპარატებით მიტანილი იერიშის უკან აშშ–ის დაზვერვა ირანის კვალს ხედავს. ოფიციალური თეირანი ბრალდებებს კატეგორიულად უარჰყოფს.


მსგავს თემაზე:

საუდის არაბეთში მომხდარი თავდასხმის შემდეგ ნავთობი 20%–ით გაძვირდა


საუდის არაბეთი საზღვაო უსაფრთხოების კოალიციას შეუერთდა



სხვა სიახლეები