• Ƀ/$

„არქის“ მასშტაბური სოციალური პროექტები კორონავირუსის წინააღმდეგ

1 აპრილი 11:46 | მედია ბიზნესისთვის - M2B

დეველოპერული კომპანია „არქი“ კორონა ვირუსთან საბრძოლველად მასშტაბურ ღონისძიებებს იწყებს.

პირველივე ეტაპზე არქიმ 30 000 ლარი გამოყო სხვადასხვა აქტივობისთვის, თუმცა შემდგომ ვითარებიდან გამომდინარე კომპანიის პარტნიორებმა და გუნდმა მიიღეს გადაწყვეტილება და ეს თანხა საგრძნობლად გაზარდეს. ამ ეტაპისთვის არქის 300 000 ლარზე მეტი აქვს გამოყოფილი სხვადასხვა ტიპის დახმარებისთვის.


კომპანიამ რესპუბლიკურ საავადმყოფოს საჭირო ინვენტარი და აღჭურვილობა გადასცა. ასევე ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალის სახელფასო ფონდში 20 000 ლარი გადარიცხა.


„მე მინდა მადლობა გადავუხადო არქის, იმისთვის, რომ ჩვენ გვერდით დგანან იმ საპასუხისმგებლო საქმეში, რასაც კორონავირუსთან ბრძოლა ჰქვია", - ამბობს ლევან გოფოძე, რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი.


კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის პროექტები სხვა მიმართულებითაც გაიშალა. არქი მერიის ინიციატივას შეუერთდა და 500 სოციალურად დაუცველ ხანდაზმულს საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების ნაკრები გადასცა. პროდუქციის დარიგებაში წითელი ჯვრის მიერ გადამზადებულ მოხალისეებთან ერთად არქელებიც აქტიურად იყვნენ ჩართული.


„მადლობას ვუხდი კომპანია „არქის“ მიმდინარე პროცესებში წვლილის შეტანისთვის. თითოეული კომპანიის ჩართულობა ახლა ძალიან მნიშვნელოვანია საერთო საქმისთვის. მოგეხსენებათ, კორონა ვირუსის პერიოდში ხანდაზმულები რისკჯგუფში მოიაზრებიან, სწორედ ამიტომ თბილისის მერიის ინიციატივით, მათ ყველა საჭირო პროდუქციას სახლში მივაწოდებთ, რათა არ მოუწიოთ სახლიდან გამოსვლა“ - განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ ილია ელოშვილმა.


აღნიშნული პაკეტი მარტოხელა მოხუცებს დატრენინგებული მოხალისეების საშუალებით გადაეცემათ, მოხალისეობის მსურველები კი მერიის ცხელ ხაზზე: 2 72 22 22 უნდა დარეგისტრირდნენ. ღონისძიება უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით ხორციელდება.


კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა ყველა ადამიანს, ვინც აღნიშნულ პროცესში მონაწილეობს, დაინტერესებულ პირებს კი პროექტში ჩართვისკენ მოუწოდა.


არქიმ გაითვალისწინა მთავრობის რეკომენდაცია და კომპანიის თანამშრომლების 90%-ზე მეტი დისტანციურად მუშაობს. შეიქმნა სპეციალური პროცედურები, რომლებიც საშუალებას აძლევს არქელებს ნებისმიერი საკითხი სახლიდან გაუსვლელად შეათანხმონ სერვის მენეჯრებთან, ხოლო ბინის შეძების მსურველებს, ასევე დისტანციურად, შეიძინონ ბინა.


„არქის“ ყველა თანამშრომელი პანდემიის დასრულებამდე სამუშაო ადგილსა და ხელფასს სრულად შეინარჩუნებს. ამის შესახებ არქის დამფუძნებელმა ილია წულაიამ და კომპანიის გენერალურმა დირექტორმა შიო ხეცურიანმა სოციალურ ქსელში გაკეთებულ სპეციალურ მიმართვაში განაცხადეს. ილია წულაიამ ბიზნესის წარმომადგენლებს მოუწოდა, შეუერთდნენ არქის ინიციატივას და არ დატოვონ კერძო სექტორში დასაქმებული ადამიანები შემოსავლის გარეშე.


არქის ყველა სამშენებლო ობიექტზე მუშაობა აქტიურად გრძელდება და ყველა პროექტის მშენებლობა ინტენსიურად მიმდინარეობს, რათა მობინადრეებს დათქმულ ვადაში ჩაბარდეთ ბინები. მშენებლობებზე დაცულია სანიტარული და უსაფრთხოების ზომები და თითოეული თანამშრომელი სრულად არის აღჭურვილი შესაბამისი ეკიპირებით.


რაც შეეხება უკვე დასრულებულ და შესახლებულ პროექტებს, როგორც არქის გენერალური დირექტორი, შიო ხეცურიანი აცხადებს, დასრულებულ პროექტებში სადეზინფექციო სამუშაოები ყოველდღიურ სახეს ატარებს. დეზინფექცია არქის თითოეული საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოებსა და ლიფტებში ყოველ დღე მიმდინარეობს.


სხვა სიახლეები