• Ƀ/$

მამა პეტრე მთავრობას: სასულიერო პირებს მიწები მაინც ჩამოურიგეთ

24 აპრილი 18:41 | INTERNET დაიჯესტი

საქართველოს მთავრობის მეთაურის მიერ ანტიკრიზისული გეგმის წარდგენის შემდეგ სვეტიცხოვლის ტაძრის დეკანოზმა პეტრე კვარაცხელიამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და ხელისუფლებას სასულიერო პირებისთვის მიწების გადაცემა სთხოვა.

„საქართველოს მთავრობა, სასულიერო პირებს მიწები მაინც ჩამოურიგეთ, დაამუშავებენ და მოსავალს მოიყვანენ!..“ - დაწერა პეტრე კვარაცხელიამ.


კომენტარებში სასულიერო პირს ეუბნებიან, რომ საქართველოს საპატრიარქოს მიწა საკამრისად აქვს და განაწილების შემთხვევაში ყველა მღვდელს ეყოფა.


ცნობისთვის, კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოს მთავრობა ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის განსამუხტად, სოციალურად დაუცველებს, შშმ პირებს, მრავალშვილიან ოჯახებს, სამსახურ დაკარგულებსა და სოფლის მოურნეობაში ჩართვის მსურველებს ინდივიდუალურ დახმარებას გაუწევს.


სხვა სიახლეები