• Ƀ/$

ახალი დეტალები „მკვლელ ლიფტზე“, რომელიც ბაგრატიონის ქუჩაზე ჩაწყდა

18 ივნისი 00:21 | INTERNET დაიჯესტი

ბაგრატიონის 6 ნომერში გუშინ მეცხრე სართულიდან ლიფტი ჩაწყდა. შემთხვევის შედეგად, 4 პირი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი დაშავდა. რომლებიც ამ დრომდე კლინიკაში რჩებიან.

,,პრაიმტაიმი"ახალი დეტალების შესახებ წერს.


პასუხისმგებელი პირი, ბადრი თედიაშვილი აცხადებს, რომ ლიფტი ბოლოს ორი კვირის წინ შეამოწმა და ყველაფერი კარგად იყო.


“ბოლოს ორი კვირის წინ შევამოწმე, მაგრამ სვარკაზე არის ეგ ლიფტი, როგორ მოძვრა და რა დროს არ ვიცი” – განუცხადა ჟურნალისტს ბადრი თედიაშვილმა.


ლიფტი აღნიშნულ კორპუსში კომუნისტების დროს დამონტაჟდა.


სხვა სიახლეები