• Ƀ/$

ქართული ჯარის კვების კონტროლს სურსათის ეროვნული სააგენტო განახორციელებს

28 იანვარი 14:44 | მედია ბიზნესისთვის - M2B

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოს შორის სურსათის უვნებლობის საკითხებთან დაკავშირებით ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. 

თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე, სააგენტო, სურსათის უვნებლობის საკითხებზე გასცემს რეკომენდაციებს და ჯარის კვების ობიექტებში კონტროლის განხორციელებაში აქტიურად ჩაერთვება.


სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე, სააგენტო უზრუნველყოფს სამინისტროს მიერ მომზადებულ სურსათის შესყიდვებთან დაკავშირებულ ტექნიკურ დავალებებზე შესაბამისი რეკომენდაციების გაცემას და იმ ბიზნესოპერატორების შემოწმებას, რომლებიც უზრუნველყოფენ ქართული ჯარის კვების ობიექტებისთვის სურსათის მიწოდებას.


მემორანდუმის ფარგლებში სურსათის ეროვნული სააგენტო სურსათის ნიმუშების ამოღებასა და ლაბორატორიულ შემოწმებას უზრუნველყოფს. თავდაცვის სამინისტრო კი, ვალდებულებას იღებს უზრუნველყოს სააგენტოს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულება.


დოკუმენტს ხელი საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ჯუანშერ ბურჭულაძემ და სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა მოაწერეს.


მსგავს თემაზე:

ვინ რამდენს ხარჯავს თავდაცვაზე - 104 წლიანი სტატისტიკა


თავდაცვის მინისტრმა 2020 წელი ჯარისკაცებზე ზრუნვის წლად გამოაცხადა


არმია ნდობის რეიტინგში პირველობას ინარჩუნებს



სხვა სიახლეები