• Ƀ/$

კონკურსის „სუფთა რეგიონი” გამარჯვებულები გამოვლინდნენ

28 იანვარი 16:31 | მედია ბიზნესისთვის - M2B

გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის „სუფთა რეგიონის” გამარჯვებულებს სპეციალური ჯილდოები გადასცა. 

„ნარჩენების მართვა გარემოსდაცვითი პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ვფიქრობ,  აღნიშნული კონკურსი ხელს შეუწყობს საზოგადოებაში გარემოსდაცვითი კუთხით ცნობიერების ამაღლებას და ქვეყანაში ნარჩენების მართვის გაუმჯობესებას. სამინისტრო ყოველთვის იქნება ისეთი პროექტების მხარდამჭერი, რომლებიც გარემოსდაცვით ღონისძიებებში მოსახლეობის ჩართულობას გაზრდის”, - აღნიშნა სოლომონ პავლიაშვილმა.


პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, კონკურსი „სუფთა რეგიონი” ქვეყნის მასშტაბით უკვე მეოთხედ ჩატარდა.  


2019 წლის კონკურსის  გამარჯვებულები გამოვლინდნენ შემდეგ ნომინაციებში:



  •     „სუფთა რეგიონი“ - კახეთის რეგიონი

  •     „სუფთა ქალაქი“ - ქ. ზუგდიდი

  •     „სუფთა მუნიციპალიტეტი“ - ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

  •     „სუფთა სოფელი“ - ორსანტია  (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი)

  •     „ლამაზი აივანი“ - ქ. მცხეთა  ლილი კაპანაძე სახლის აივანი

  •     „სუფთა ქუჩა“ ქ. თბილისი, ს. ზაქარიაძის ქუჩა

  •     „საწარმოს ლამაზი ეზო“ - ქ. თელავი, ღვინის კომპანია „შუმის“ ეზო

  •     „ლამაზი ეზო" - ქ. გურჯაანი იზა გაბიტაშვილის ეზო


ღონისძიება საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ორგანიზებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით  გაიმართა.


მსგავს თემაზე:

მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2019 წელს რეგიონალურ პროექტებზე 367 მლნ ლარი დახარჯა



სხვა სიახლეები