საქართველოს ბანკის სტუდენტური დასაქმების პროგრამა „ლიდერატორი“ უკვე მეათე წელია მე-3, მე-4 კურსის სტუდენტებსა და ახალ კურსდამთავრებულებს რეალურ სამუშაო გარემოში პროფესიული განვითარების შესაძლებლობას აძლევს.რეგისტრაცია დღეს, 3 თებერვალს სრულდება. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ განაცხადის გაგზავნა ვებგვერდზე: leaderator.bog.ge„ლიდერატორი“ 8-თვიანი, ანაზღაურებადი პროგრამაა, რომელიც აერთიანებს ტრენინგებს, მენტორობას, რეალურ პროექტებზე მუშაობას და როტაციულ გამოცდილებას სხვადასხვა დეპარტამენტში.პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ III–IV კურსის სტუდენტებსა და ახალ კურსდამთავრებულებს.2026 წლისთვის მიღება გამოცხადებულია შემდეგ მიმართულებებზე: კორპორაციული და საინვესტიციო ბანკინგი; პრემიუმ ბანკინგი და საბროკერო საქმე; სტრატეგიული ფინანსები და ბიზნეს ეფექტურობა; საოპერაციო რისკები, აუდიტი და შიდა კონტროლი; მომხმარებლებთან ურთიერთობის, გამოცდილებისა და ლოიალურობის მართვა; საბანკო სამართალი; ბიზნესის ანალიტიკა და რეპორტინგი; მონაცემთა მეცნიერება; iOS დეველოპმენტი; მარკეტინგი; ტალანტების მოზიდვა და განვითარება; ოპერაციების ანალიზი და პორტფელური რისკების მართვა. ინფორმაციისთვის, 2017 წლიდან „ლიდერატორის“ პროგრამაში მონაწილეობა 500-მდე ახალგაზრდამ მიიღო, რომელთა 78%-მა კარიერული განვითარება საქართველოს ბანკში გააგრძელა.პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ აქ: leaderator.bog.ge
1770119512
1770105050
გაჩნდება ახალი წამყვანი პროფესორის თანამდებობა - რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს პირი?დღეს, 3 თებერვალს პარლამენტის საგაზაფხულო სესია იხსნება. პარლამენტში დაჩქარებული წესით განხილვისთვის უკვე წარდგენილია „ზოგადი განათლების შესახებ“ და „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონებში ცვლილებები, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მოამზადა.როგორც „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, კანონპროექტის ერთ-ერთ ძირითად მიზანს წარმოადგენს, განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში, საკადრო პოლიტიკის დახვეწა.„ამ მიზნით, წარმოდგენილი კანონპროექტის შესაბამისად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური პერსონალის ჩამონათვალს დაემატება წამყვანი პროფესორის თანამდებობა.კანონპროექტით განისაზღვრება, თუ ვინ შეიძლება აირჩეს ზემოხსენებულ აკადემიურ თანამდებობაზე - დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 8 წლის გამოცდილება, განსაკუთრებული სამეცნიერო მიღწევები აქვს სამეცნიერო პუბლიკაციები წამყვან ადგილობრივ და საერთაშორისო ჟურნალებსა და სხვა გამოცემებში, მიღებული აქვს მონაწილეობა ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით პროექტებში და სხვა) და რომელიც აკმაყოფილებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრულ დამატებით პირობებს,“ - აღნიშნულია პროექტის განმარტებით ბარათში.კანონპროექტის თანახმად, დარეგულირდება ასევე აღნიშნული თანამდებობის მქონე პირის აკადემიურ საბჭოში წევრობისა და დეკანის არჩევის პროცესში მონაწილეობის უფლებები.
1770104028
დღეს, როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში ამინდი განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შემომავალი ცივი და ნოტიო ჰაერის მასებით.საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში წვიმა, მაღალ მთაში თოვლი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში წვიმა, მაღალ მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ქარბუქი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დღისით ზოგან ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +6, +11°, დღისით +7, +12°; მთაში ღამით 0, +5°, დღისით +2, +7°; მაღალ მთაში ღამით -3, +2°, დღისით -1, +4°.აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით და დღის პირველ ნახევარში უმეტეს რაიონში წვიმა, მაღალ მთაში თოვლი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი და ქარბუქი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დღისით ზოგან ძლიერი 20-25მ/წმ, დროგამოშვებით შესაძლებელია 28მ/წმ-მდე. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით 0, +5°, დღისით +10, +15°; მთაში ღამით -2, +3°, დღისით +3, +8°; მაღალ მთაში ღამით -3, +2°, დღისით -1, +4°.თბილისში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15, დროგამოშვებით 20-25მ/წმ, ქალაქის გარეუბნებში შესაძლებელია 28მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +15°, ღამით +3°.სოხუმი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +10°, ღამით +4°.გაგრა - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +11°, ღამით +4°.ოჩამჩირე - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +11°, ღამით +5°.ბათუმი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. სამხრეთ/დასავლეთის ქარი 10-15, დროგამოშვებით 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +11°, ღამით +4°.ქობულეთი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. სამხრეთ/დასავლეთის ქარი 10-15, დროგამოშვებით 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +10°, ღამით +3°.ფოთი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. დასავლეთის ქარი 10-15, დროგამოშვებით 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +11°, ღამით +6°.ხულო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +4°, ღამით -2°.ქუთაისი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +12°, ღამით +5°.ჭიათურა - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +6°, ღამით +1°.ამბროლაური- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +6°, ღამით +1°.ცაგერი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +5°, ღამით +1°ონი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +4°, ღამით -2°მესტია- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. თოვლი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით 0°, ღამით -8°გორი-დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. დასავლეთის ქარი 10-15, დროგამოშვებით 20-25მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +11°, ღამით +1°ახალგორი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. დასავლეთის ქარი 10-15, დროგამოშვებით 20-25მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +10°, ღამით -1°ჯავა- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +4°, ღამით -2°.ცხინვალი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. დასავლეთის ქარი 10-15, დროგამოშვებით 20-25მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +11°, ღამით 0°.სტეფანწმინდა- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. თოვლი და ქარბუქი. დასავლეთის ქარი 10-15, დროგამოშვებით 20-25მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +4°, ღამით -5°.გუდაური- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. თოვლი და ქარბუქი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +3°, ღამით -8°.თიანეთი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +7°, ღამით -2°.ახალციხე- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +5, ღამით -3°.ბორჯომი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +6, ღამით 0°.ბაკურიანი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. თოვლი, შესაძლებელია ქარბუქი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +2°, ღამით -10°.თელავი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. დასავლეთის ქარი 10-15, დროგამოშვებით 20-25მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +13°, ღამით +5°.ყვარელი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. დასავლეთის ქარი 10-15, დროგამოშვებით 20-25მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +14, ღამით +6°.საგარეჯო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. დასავლეთის ქარი 10-15, დროგამოშვებით 20-25მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +13°, ღამით +5°.სიღნაღი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება.წვიმა. დასავლეთის ქარი 10-15, დროგამოშვებით 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +12°, ღამით +5°.დედოფლისწყარო - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. დასავლეთის ქარი 10-15, დროგამოშვებით 20-25მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +11°, ღამით +5°.ლაგოდეხი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +14°, ღამით +5°.
1770103927
რა ღირს დოლარი და ევრო სავალუტო ჯიხურებში?ეროვნული ბანკის მიერ 2 თებერვლის დადგენილი კურსით, დღეს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6902 ლარი, ხოლო ევროს კურსი 3.1903 ლარია.გთავაზობთ თბილისის სხვადასხვა უბნებში მოქმედ სავალუტო ჯიხურებში ლარის გაცვლით კურსს ევროსა და დოლარის მიმართ.ვალუტის კურსი ჯიხურებში დღეს, 09:30 საათის მდგომარეობით:ამ მომენტისთვის, (09:30 საათისთვის) საბურთალოზე მდებარე სავალუტო ჯიხურებში ერთი დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.6900 ლარად შეძლებენ, სავალუტო ჯიხურები კი - 2.6850 ლარად ყიდულობენ. ერთი ევროს შეძენა მოქალაქეებს 3.1800 ლარად, გაყიდვა კი 3.1700 ლარად შეუძლიათ.ჩუღურეთში დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.6910 ლარად, ხოლო გაყიდვას 2.6860 ლარად შეძლებენ. რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს - 3.1750 ლარად, ხოლო გაყიდვა - 3.1510 ლარად შეუძლიათ.სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში ერთი დოლარის ყიდვა მოქალაქეებს - 2.6900 ლარად, გაყიდვა კი - 2.6850 ლარად შეუძლიათ. რაც შეეხება ევროს, ერთ ევროს ყიდვას მოქალაქეები 3.1850 ლარად, გაყიდვას კი - 3.1700 ლარად შეძლებენ.თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავალუტო ჯიხურებში 1 აშშ დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.6900 ლარად, ხოლო გაყიდვას 2.6600 ლარად შეძლებენ, რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს 3.1800 ლარად, გაყიდვა კი 3.1400 ლარად შეუძლიათ.
სხვა სიახლეები
აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6893 ლარი გახდა.ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6893 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6902 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0009 ლარი შეადგინა.რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1701 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1903 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილება 0.0202 ლარი შეადგინა.
ეკონომიკა • 1770125968
Eagle Hills-ის თავმჯდომარე და დამფუძნებელი მუჰამედ ალაბარი: „გამოხმაურება, რომელიც Tbilisi Waterfront-მა მიიღო გამორჩეულია და ნათლად ასახავს საქართველოს ბაზრის სიძლიერესა და საზოგადოების ნდობას ჩვენი პროექტისადმი. თბილისი უნიკალური ქალაქია. ეს პროექტი კი გამოხატავს ჩვენს ხედვას და ვალდებულებას - განვავითაროთ მაღალი ხარისხის პროექტები, რომელიც საზოგადოებისთვის ფასეულ ღირებულებას შექმნის.“თბილისი, საქართველო - Eagle Hills Georgia-მ მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო: „Tbilisi Waterfront“ საცხოვრებელი კომპლექსის გაყიდვების პირველი ფაზით გათვალისწინებული ერთეულები პირველივე დღეს სრულად გაიყიდა. გაყიდვების დინამიკა, რომელსაც მაღალი მოთხოვნა და მყიდველთა ინტერესი განაპირობებდა, გაყიდვების მეორე დღესაც გაგრძელდა და დამატებით გამოშვებული ერთეულებიც მთლიანად გაიყიდა. გაყიდვების დასაწყისმა ნათლად აჩვენა ბაზარზე არსებული მოთხოვნა და საქართველოს ეკონომიკური ზრდის პერსპექტივისადმი ნდობა.პროექტის პირველი ფაზა 300-ზე მეტ საცხოვრებელ ერთეულს მოიცავდა და აერთიანებდა პრემიუმ კლასის აპარტამენტებს, თაუნჰაუსებსა და ვილებს მდინარის ხედებით. საცხოვრებლებთან ერთად, პირველი ფაზა ასევე მოიცავს უმაღლესი კლასის Bristol Hotel-ს, ლუქს ბრენდირებულ რეზიდენციებს, რაც ამ პროექტს კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის და მის პრემიუმ ხარისხს ამყარებს. გასაყიდად გამოტანილი ერთეულების თითქმის 60% ქართველმა მყიდველებმა შეიძინეს. ეს ფაქტი ადასტურებს როგორც ადგილობრივი მომხმარებლის ინტერესს და რწმენას „Tbilisi Waterfront“-ის, როგორც გამორჩეული საცხოვრებელი პროექტის მიმართ, ასევე თბილისის უძრავი ქონების ბაზრის მდგრადობას. ადგილობრივ მოთხოვნასთან ერთად, პროექტმა საერთაშორისო მყიდველთა ინტერესიც დაიმსახურა, რაც საქართველოსდამი ინვესტორების ნდობასა და პოტენციალზე მიანიშნებს.საცხოვრებელი სივრცის მიღმა, „Tbilisi Waterfront“ წარმოადგენს მნიშვნელოვან ეკონომიკურ კატალიზატორს როგორც ქალაქისთვის, ისე ქვეყნის ეკონომიკისთვის. დაახლოებით 3.5 მილიარდი აშშ დოლარის საერთო ინვესტიციით, პროექტი გრძელვადიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მნიშვნელოვანი წყაროა და მოსალოდნელია, რომ არსებით წვლილს შეიტანს ეროვნული მშპ-ს ზრდაში, სამშენებლო საქმიანობის, სტუმარმასპინძლობის, საცალო ვაჭრობისა და ქონების მართვის სფეროებში გრძელვადიანი ოპერაციების, ასევე ირიბი ეკონომიკური ეფექტების გზით.წარმატებული დასაწყისი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს Eagle Hills-ის პროექტების მნიშვნელობას საქართველოში. „Tbilisi Waterfront“-ის პარალელურად, Eagle Hills Group აგრძელებს პროექტის Gonio Yachts & Marina განვითარებას. 260 ჰექტარზე გაშლილი პროექტი მოიცავს ბრენდირებულ რეზიდენციებს, უმაღლესი კლასის სასტუმროებს, პარკებსა და მწვანე სივრცეებს. გონიოს პროექტი ოფიციალურად უახლოეს პერიოდში დაიწყება. ორივე პროექტის ჯამური ინვესტიცია 6.7 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება და მიუთითებს Eagle Hills-ის გრძელვადიან ვალდებულებას საქართველოში მაღალი ხარისხის თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსების და სანაპიროს განვითარებაზე.
ბიზნესი • 1770120256
საქართველოს ბანკის სტუდენტური დასაქმების პროგრამა „ლიდერატორი“ უკვე მეათე წელია მე-3, მე-4 კურსის სტუდენტებსა და ახალ კურსდამთავრებულებს რეალურ სამუშაო გარემოში პროფესიული განვითარების შესაძლებლობას აძლევს.რეგისტრაცია დღეს, 3 თებერვალს სრულდება. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ განაცხადის გაგზავნა ვებგვერდზე: leaderator.bog.ge„ლიდერატორი“ 8-თვიანი, ანაზღაურებადი პროგრამაა, რომელიც აერთიანებს ტრენინგებს, მენტორობას, რეალურ პროექტებზე მუშაობას და როტაციულ გამოცდილებას სხვადასხვა დეპარტამენტში.პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ III–IV კურსის სტუდენტებსა და ახალ კურსდამთავრებულებს.2026 წლისთვის მიღება გამოცხადებულია შემდეგ მიმართულებებზე: კორპორაციული და საინვესტიციო ბანკინგი; პრემიუმ ბანკინგი და საბროკერო საქმე; სტრატეგიული ფინანსები და ბიზნეს ეფექტურობა; საოპერაციო რისკები, აუდიტი და შიდა კონტროლი; მომხმარებლებთან ურთიერთობის, გამოცდილებისა და ლოიალურობის მართვა; საბანკო სამართალი; ბიზნესის ანალიტიკა და რეპორტინგი; მონაცემთა მეცნიერება; iOS დეველოპმენტი; მარკეტინგი; ტალანტების მოზიდვა და განვითარება; ოპერაციების ანალიზი და პორტფელური რისკების მართვა. ინფორმაციისთვის, 2017 წლიდან „ლიდერატორის“ პროგრამაში მონაწილეობა 500-მდე ახალგაზრდამ მიიღო, რომელთა 78%-მა კარიერული განვითარება საქართველოს ბანკში გააგრძელა.პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ აქ: leaderator.bog.ge
საზოგადოება • 1770119512
საქართველო რუსი ბიზნესმენების საქმიანი მოგზაურობების პოპულარული საერთაშორისო მიმართულებების 2025 წლის ტოპ 10-ეულშია. ამის შესახებ რუსული ბიზნეს-ტურიზმის ბაზრის ლიდერისა და ინდუსტრიისთვის IT-გადაწყვეტილებების მიმწოდებელი კომპანია Aeroclub-ის კვლევაში წერია, რასაც TASS ავრცელებს.კერძოდ, გასულ წელს რუსმა ბიზნესმენებმა საქართველოში, 2024 წლეთან შედარებით, 3%-ით მეტჯერ იმოგზაურეს, ხოლო მთლიან საქმიან ავიარეისებში ქვეყნის წილი 2%-ს შეადგენს. ამ მაჩვენებლით საქართველო ტოპ 10-ეულში მეცხრე ადგილზეა და მხოლოდ ინდოეთს უსწრებს, რომელიც ათეულს ხურავს.მეზობლებიდან ტოპ 10-ეულში სომხეთიცაა და მასთან ერთად საქართველოს და სერბეთი თანაბარი 2%-იანი წილით მე-7, მე-8 და მე-9 ადგილებს ინაწილებენ. თუმცა, საქართველოში მოთხოვნის ზრდისგან განსხვავებით, სომხეთში რუსი ბიზნესმენების ვიზიტები ერთ წელიწადში 21%-ით შემცირდა. თურქეთი წამყვან სამეულს ხურავს.რუსების საქმიანი საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობით ლიდერი კვლავ ჩინეთია. ქვეყნის წილი მთლიან ბიზნესრეისებში 18%-ია, თუმცა 2024 წელს 16%-ს შეადგენდა.რუსი ბიზნესმენების 10 ყველაზე პოპულარულ საერთაშორისო მიმართულებაა: ჩინეთი - მთლიან საქმიან ავიარეისებში 18%-იანი წილი ყაზახეთი - 16% თურქეთი - 6% უზბეკეთი - 5% ბელარუსი - 5% არაბთა გაერთიანებული საემიროები - 3% სომხეთი - 2% სერბეთი - 2% საქართველო - 2% ინდოეთი - 1% აღსანიშნავია, რომ ათეულის ქვეყნებს შორის ერთ წელწადში რუს ბიზნესმენთა ვიზიტების რაოდენობა, ანუ მოთხოვნა მხოლოდ საქართველოსა (+3%) და უზბეკეთში (+20%) გაიზარდა, ხოლო დანარჩენ ქვეყნებში შემცირდა, ჩინეთში კი გასული წის ანალოგიურ დონეზე დარჩა. მაგალითად, თურქეთში - 21%-ით, ყაზახეთში - 16%-ით, ბელარუსში - 1%-ით, საემიროებში - 31%-ით, სომხეთში - 21%-ით, სერბეთში - 59%-ით, ხოლო ინდოეთში 14%-ით შემცირდა.გასულ წელს საერთაშორისო საქმიანი ვიზიტებით რუსეთიდან ყველაზე ხშირად კვლავ IT-ის და ტელეკომუნიკაციების სფეროს თანამშრომლები მოგზაურობდნენ. თუმცა საქმიანი ვიზიტების საერთო რაოდენობაში მათი წილი 2024 წლის 28%-დან 18%-მდე შემცირდა. ასევე, 6%-ით შემცირდა საერთაშორისო მოგზაურობების რაოდენობა ნავთობის, გაზისა და ენერგეტიკის ინდუსტრიებში.რუსი ბიზნესის წარმომადგენლებს შორის საერთაშორისო საქმიან ვიზიტებზე მოთხოვნა 2025 წელს 2023 წლის დონეს დაუბრუნდა, ხოლო საერთაშორისო ფრენების წილი საქმიანი ვიზიტების საერთო რაოდენობაში 17%-დან 16%-მდე შემცირდა. ამასთან, საქმიანი საერთაშორისო ვიზიტის საშუალო ხანგრძლივობა 6%-ით, ანუ შვიდ დღემდე გაიზარდა.bpn.ge
ბიზნესი • 1770113441
მსოფლიოში ოქროსა და ვერცხლის ფასებში კვლავ მატება ფიქსირდება. GoldPrice-ის მონაცემებით, თბილისის დროით 12:30 საათზე, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 939 დოლარია, რაც ერთ დღეში ფასის 6.59%-ით მატებაზე მიუთითებს. რაც შეეხება ვერცხლს, ამ მომენტისთვის 1 უნცია 87.31 დოლარი ღირს, რაც ერთ -დღიან ჭრილში 13.15%-ით მომატებული ფასია.რაც შეეხება საქართველოს, ოქროსა და ვერცხლის ღირებულება სტაბილურ მაჩვენებელზეა. უფრო კონკრეტულად, 1 გრამი 999 სინჯის ოქროს ფასი 432 ლარია, 750-სინჯიანი - 324 ლარი ღირს, ხოლო 585-სინჯიანი ოქროს ფასი 252 ლარს შეადგენს.რაც შეეხება ვერცხლის ღირებულებას, 999-სინჯიანი 1 გრამის ფასი 8.86 ლარია, ხოლო 800-სინჯიანი 1 გრამი ვერცხლის შეძენა 7.09 ლარად არის შესაძლებელი.
საზოგადოება • 1770109567
საკომუნიკაციო საშუალებების, მათ შორის, მობილური ტელეფონების, პლანშეტების გამოყენება, საჯარო სკოლების მსგავსად, კერძო სკოლებშიც აიკრძალება.საკომუნიკაციო საშუალებების კერძო სკოლებში აკრძალვასთან დაკავშირებით ინიციატივა, განათლების კომიტეტზე, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, რიმა ბერაძემ დააყენა, რაზეც მინისტრის მოადგილეებმა აღნიშნეს, რომ შეზღუდვა, კერძო სკოლებზეც გავრცელდება.„დიახ, რა თქმა უნდა, კერძო სკოლების სეგმენტშიც უნდა იყოს. საკომუნიკაციო საშუალებებზე ვსაუბრობთ. აქ საუბარი არაა მხოლოდ მობილურ ტელეფონზე. აქ შეიძლება იყოს პლანშეტი, საათი და ა.შ“, - აღნიშნა განათლების მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა.
საზოგადოება • 1770105456










