1795590037
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
27 ნოემბერს ქუთაისში მზიანი ამინდი იქნება, დღისით +16 და ღამით +6 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსი იქნება.
ბათუმშიც მზეა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით 9 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო დღეა ფოთში. დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში მზიანი ამინდია, ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, ღამით კი +5 გრადუსი იქნება.
სოხუმშიც უნალექო დღეა, +15 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაშიც მზიანი დღეა, დღისით +5 გრადუსი იქნება, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება. ლენტეხში თოვლია მოსალოდნელი დღისით +2, ღამით -9 გრადუსი იქნება.
ამბროლაურში მზიან დღეს ელოდებიან. ჰაერი +11 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაშიც უნალექო დღეა, დღისით +12 გრადუსი, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება.
ახალციხეში მზიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +12 გრადუსი, ღამით კი -3 გრადუსი იქნება.
ახალქალაქში უნალექო დღეა, დღისით +4 გრადუსი, ღამით კი -5 იქნება.
ბორჯომშიც მზიანი დღეა მოსალოდნელი, +10 იქნება დღისით, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო დღეა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +3 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -5 გრადუსი დაფიქსირდება.
მზიან დღეს ელოდებიან გორში, დღისით +11 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +0 გრადუსი დაფიქსირდება.
ცხინვალშიც მზიანი ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +10 გრადუსი იქნება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში მზიანი დღეა მოსალოდნელი, დღის განმავლობაში -2 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -7 გრადუსი იქნება.
ომალოშიც მზეა. დღისით -2, ღამით კი -7 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში მზიანი დღე იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +10 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.
თელავშიც მზიანი დღეა. დღისით +12 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3 გრადუსია ნავარაუდევი.
არ იწვიმებს არც გურჯაანში, დღისით +12 გრადუსი, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში მზე იქნება, დღისით +8 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +3 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში უნალექო დღეა. დღისით +11 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისშიც უნალექო დღეა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +3 გრადუსი იქნება.



