1779687232
რა ღირს დოლარი და ევრო სავალუტო ჯიხურებში?
1779428141
რა ღირს დოლარი და ევრო სავალუტო ჯიხურებში?
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, 27-28 მაისის ჩათვლით, თბილისის ცენტრალურ ქუჩებში საგზაო მოძრაობა შეზღუდული იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.შსს იმ ქუჩების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც ავტომობილების გადაადგილება აკრძალული იქნება. ინფორმაციაში ის ალტერნატიული ქუჩებიცაა მითითებული, რომელთა გამოყენებითაც მძღოლებს შეზღუდვის პერიოდში გადაადგილება შეეძლებათ.„შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს შეახსენებს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, 27 მაისის 08:00 საათამდე საგზაო მოძრაობა შეზღუდულია რუსთაველის გამზირზე თავისუფლების მოედნის მიმართულებით, ზურაბ ჭიჭინაძის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში.აღნიშნულ პერიოდში რუსთაველის გამზირიდან მომავალი ავტომობილები გია ჭანტურიას ქუჩამდე შეძლებენ გადაადგილებას, საიდანაც მარცხნივ მოხვევით ჭანტურიასა და ვირსალაძის ქუჩების გავლით მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მოხვდებიან და ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩას დაუკავშირდებიან.საგზაო მოძრაობა შეზღუდულია თავისუფლების მოედანსა და მიმდებარე ტერიტორიაზეც.გარდა ამისა, 28 მაისის დღის ბოლომდე, სატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდულია პრეზიდენტის სასახლის მიმდებარედ, ათონელის ქუჩაზე.სოლიკო ვირსალაძისა და გიორგი ჭანტურიას ქუჩებიდან ათონელის ქუჩის მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ იტალიის ქუჩის გავლით მშრალი ხიდის მიმართულებით, ხოლო მშრალი ხიდიდან ათონელის ქუჩის მიმართულებით მძღოლები იმოძრავებენ ვირსალაძისა და ჭანტურიას ქუჩების გამოყენებით.ზვიად გამსახურდიას სახელობის მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან (რენა აბჟანდაძის ქუჩიდან) ამომსვლელ სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ ვახტანგ ორბელიანის ქუჩამდე და შემდეგ მტკვრის ქუჩის მიმართულებით.ამასთანავე, 28 მაისის ჩათვლით, ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, იტალიისა და ათონელის ქუჩებზე.შეზღუდვის პერიოდში ზაარბრიუკენის მოედნიდან მშრალი ხიდის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით (ჯოვანი სკუდიერის ქუჩის გამოყენებით), ხოლო ვირსალაძის ქუჩიდან მშრალი ხიდისკენ მიმავალი ავტომობილები იმოძრავებენ ათონელის ქუჩამდე, შემდეგ კი მარჯვნივ მოხვევით ჭანტურიას ქუჩის მიმართულებით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
1779686880
1779364199
TI: შავი ზღვა 2036 წლამდე გაყიდულია - ვინ ფლობს ფოთის სტრატეგიულ სიმდიდრეს?ვინ მართავს ფოთის სტრატეგიულ ეკონომიკურ სექტორებს და რა ტიპის კავშირები არსებობს მსხვილ ბიზნესსა და მმართველ პოლიტიკურ ელიტას შორის - ამ თემაზე არასამთავრობო ორგანიზაციამ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ კვლევა გამოაქვეყნა.კვლევაში მიმოხილულია ცნობები იმ კომპანიათა შესახებ, რომლებზეც ინფორმაციის მოძიება და დამუშავება საჯარო მონაცემთა ბაზების მეშვეობით გახდა შესაძლებელი. დოკუმენტი მოიცავს ოთხ ძირითად მიმართულებას: თევზჭერა და შავი ზღვის რესურსების ათვისება: ლიცენზიების განაწილების პრაქტიკა და მმართველი გუნდის დონორი კომპანიების ექსკლუზიური უფლებები; საზღვაო ინფრასტრუქტურა, პორტები და ტერმინალები: თავისუფალი ინდუსტრიული ზონისა (FEZ) და ტერმინალების მფლობელთა კავშირები მაღალი რანგის პოლიტიკურ ფიგურებთან და ოფშორულ კომპანიებთან; სამშენებლო და ინფრასტრუქტურული სექტორი: სახელმწიფო შესყიდვები და ინტერესთა შეუთავსებლობის რისკები მმართველ რგოლებში; კვების პროდუქტების წარმოება: მსხვილი აგრო-სამრეწველო ჯგუფების პრივილეგირებული ურთიერთობა სახელმწიფო ინსტიტუტებთან და საგადასახადო შეღავათები. კვლევის თანახმად, თევზჭერის ექსკლუზიური უფლება ფოთში მხოლოდ 5 კომპანიას აქვს, რომელიც მთავრობამ აუქციონის გარეშე 2036 წლამდე გაუგრძელა. სანაცვლოდ მათ მმართველ გუნდს 1.4 მილიონ ლარზე მეტი შესწირეს.ამასთან, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევაში, ვკითხულობთ, რომ ფოთში სტრატეგიული დარგების - ნავსადგურების, ტერმინალების, ტვირთების გადამზიდი კომპანიების, საწყობებისა თუ ნავთობპროდუქტებით მოვაჭრე კომპანიების მნიშვნელოვანი ნაწილის მმართველობაში ჩართულები არიან ან წარსულში იყვნენ მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირები თუ მათი ოჯახის წევრები.რაც შეეხება ძირითად მიგნებებს, TI-ს ცნობით: კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ ფოთის სტრატეგიული სექტორი რამდენიმე გავლენიანი ჯგუფის ხელშია კონცენტრირებული. კვლევის მიხედვით, გამოიკვეთა შემდეგი ტენდენციები:სისტემური კორუფციის ნიშნები: სახელმწიფო რესურსებზე წვდომა მიუთითებს პრივილეგირებული ჯგუფების არსებობაზე. კომპანიების უმრავლესობა, მმართველი პარტიის სასარგებლოდ გაღებული სოლიდური შეწირულებების სანაცვლოდ, ხელისუფლებისგან განსაკუთრებულ ლოიალობასა და ექსკლუზიურ პრივილეგიებს (ლიცენზიები აუქციონის გარეშე 2036 წლამდე, მილიონობით ლარის საგადასახადო პატიება) იღებს;პოლიტიკური ლოიალობა, როგორც ბიზნესის პირობა. ფოთში მოქმედი ბიზნესის უდიდესი ნაწილი პოლიტიკურ სიმპათიებს იმის მიხედვით იცვლის, თუ რომელი პარტიაა ხელისუფლებაში და შეწირულებებსაც სწორედ ამ ნიშნით აკეთებს. იდენტიფიცირებულმა პირებმა და კომპანიებმა გაიღეს 5 396 370 ლარის ოდენობის შეწირულება. „ქართულმა ოცნებამ“, მისმა სატელიტმა “ხალხის ძალამ” და ასევე 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მათ მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა მიიღეს 4 671 980 ლარი (საერთო მოცულობის დაახლოებით 86,5%). “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამაც” პოლიტიკური შეწირულება მაშინ მიიღო, როდესაც ეს პარტია მმართველობაში იყო (2012 წელი);რუსული/ოფშორული გავლენები და გამჭვირვალობის დეფიციტი: ფოთში მნიშვნელოვნად იკვეთება რუსული ინტერესები. რუსეთის 3 მოქალაქე, რუსეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე 6 პირი და ასევე ერთი რუსული კომპანია ფლობენ სტრატეგიულ ტერმინალებს. სხვადასხვა სექტორში წარმოდგენილია მნიშვნელოვანი რუსული კავშირების მქონე პირები. 7 მსხვილი კომპანიის მფლობელები დაკავშირებული არიან კვიპროსში, გიბრალტარსა და ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებულ ოფშორებთან, რაც ართულებს მათი რეალური მესაკუთრეების იდენტიფიცირებასა და საზოგადოებრივ კონტროლს;ოლიგოპოლია და ურთიერთდაკავშირებული ქსელები: თევზჭერის, ლოგისტიკისა და პორტების სექტორში მოქმედი კომპანიები ერთმანეთთან და მმართველ გუნდთან არიან გადაჯაჭვულები (მაგ. წიწილაშვილების, ხახუბიების, პაპაშვილის, მაქაცარიასა და პეის ჯგუფის ქსელები);თანამდებობის პირების ბიზნესინტერესები: ყოფილი თუ მოქმედი პოლიტიკოსები (დეპუტატები: გოდერძი ჩანქსელიანი, გოჩა ენუქიძე, გიორგი ხახუბია. ჯემალ ინაიშვილი; ყოფილი მერები: გოჩა კურდღელია, ვახტანგ ალანია; რუსეთში ქართული დიასპორის ყოფილი ხელმძღვანელი მამუკა მერკვილაძე) უშუალოდ მონაწილეობენ სტრატეგიული დარგების მართვაში. მათი აქტივობა ადასტურებს, რომ ბიზნესში წარმატებას ხშირად ხელისუფლებისადმი ლოიალობა განაპირობებს.BPN
1779352736
საქართველოდან კატალიზატორების ექსპორტის აკრძალვა კიდევ 3 წლით, 2029 წლამდე გადავადდასაქართველოდან კატალიზატორების ექსპორტის აკრძალვა კიდევ 3 წლით გახანგრძლივდა. აღნიშნულის შესახებ მთავრობის დადგენილება 20 მაისს გამოქვეყნდა.შეგახსენებთ, რომ კატალიზატორების ექსპორტის აკრძალვის გადაწყვეტილება მთავრობამ 2023 წელს მიიღო. მაშინ ამის მოტივად დასახელდა გაზრდილი სტატისტიკა, რომლითაც ავტომობილებს ე.წ. კატალიზატორებს აცლიან და უცხოეთში ყიდიან.ცნობისათვის, შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, 2015 წლიდან მოყოლებული 2023 წლის აპრილის ჩათვლით პერიოდში, საქართველოდან ექსპორტზე 97 776 545 აშშ დოლარის ღირებულების, 701 440 კატალიზატორი გავიდა. საანგარიშო პერიოდში ექსპორტი ჯამში 37 ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა განახორციელა.2023 წელს, მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, კატალიზატორების ექსპორტის შეზღუდვის მიზნით, მათი ექსპორტი 3 წლით 2026 წლის 1-ელ მაისამდე შეიზღუდა.ახლა კი მთავრობამ ამ დადგენილების მოქმედების ვადაა გაახანგრძლივა და ახალი გადაწყვეტილებით, კატალიზატორების საქართველოდან ექსპორტი 2029 წლის 1-ელ მაისამდე იქნება შეზღუდული.„2029 წლის 1-ელ მაისამდე შეჩერდა საქართველოს ტერიტორიიდან ექსპორტისათვის დაშვებული ნარჩენების ნუსხით“ განსაზღვრული შემდეგი კოდების მოქმედება: კატალიზატორის ნარჩენები, გარდა ჩამონათვალ B-ში მოცემული ნარჩენებისა; კეთილშობილ მეტალთა შემცველი გამოყენებული, გაწმენდილი კატალიზატორები; გამოყენებული კატალიზატორები, რომლებიც შეიცავენ ოქროს, ვერცხლს, რენიუმს, როდიუმს, პალადიუმს, ირიდიუმს ან პლატინას (გარდა 16 08 07) და გამოყენებული კატალიზატორები, რომლებიც დაბინძურებულია სახიფათო ნივთიერებებით,“ - ნათქვამია დადგენილებაში.BPN
1779344345
რა ეღირება თბილისი-ბაქოს მატარებლის ბილეთი?ბაქო-თბილისი-ბაქოს მარშრუტზე მგზავრობის ფასები გამოცხადდა.ABC.AZ-ის ცნობით, აზერბაიჯანის რკინიგზამ (ADY) განცხადება გაავრცელა.ბილეთების ფასები შემდეგია:- ბაქო-თბილისი — 81 მანათიდან (დაახლოებით 127 ლარი)- ევლახი-თბილისი — 67 მანათიდან (დაახლოებით 105 ლარი)- განჯა-თბილისი — 62 მანათიდან (დაახლოებით 97 ლარი)- აღსტაფა-თბილისი — 57 მანათიდან (დაახლოებით 90 ლარი)- ბოიუკ კესიკი-გარდაბანი — 51 მანათიდან (დაახლოებით 80 ლარი)ბაქო-თბილისი-ბაქოს მარშრუტზე მგზავრობა თანამედროვე Stadler-ის მატარებლებით განხორციელდება.
სხვა სიახლეები
25 მაისს, 17:00 საათზე საქართველოს ბანკი, LEAF-თან თანამშრომლობის ფარგლებში, საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამების ვებინარს მართავს. დასწრების მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია ბმულზე.ვებინარზე მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ ინფორმაცია საზღვარგარეთ სწავლის შესახებ, გაიგონ, როგორ შეუძლიათ მიიღონ სრული დაფინანსება Fulbright-ის, Chevening-ის, Miami Ad School-ისა და UWC პროგრამების ფარგლებში. შეხვედრას ჩაატარებენ გიორგი ჩავლეიშვილი, განათლების ცენტრ LEAF-ის დამფუძნებელი და ჯულიეტა პაკაცოშვილი, აკადემიური მრჩეველი.ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.ინფორმაციისთვის, განათლების ცენტრი LEAF 2008 წლიდან ეხმარება საზღვარგარეთ სწავლით დაინტერესებულ ახალგაზრდებს მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტებში ჩაბარებასა და დაფინანსების მოპოვებაში.საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკი განათლების ცენტრ LEAF-თან დაპარტნიორდა. თანამშრომლობის ფარგლებში, საზღვარგარეთ სწავლის მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ, დაესწრონ შეხვედრებს, მიიღონ რჩევები აპლიკაციების ეფექტურად შევსებასთან დაკავშირებით და გაზარდონ საკუთარი შანსები, მიიღონ სრული დაფინანსება. საქართველოს ბანკის 40-ზე მეტი საგანმანათლებლო ინიციატივის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.
ბიზნესი • 1779692692
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანთან აშშ-ის შეთანხმება სრულიად საწინააღმდეგო იქნება იმისგან, რაც მისმა წინამორბედებმა დადეს.მისივე თქმით, თეირანთან დადებული შეთანხმება იქნება ისეთი, რომლის მსგავსიც „არავის უნახავს“.თეთრი სახლის ლიდერი ასევე აღნიშნავს, რომ ირანთან შეთანხმების პირობები ბოლომდე მიღწეული არ არის და ის ცუდ გარიგებებს არ დებს.„ირანთან შეთანხმებას თუ დავდებ, ის კარგი და სათანადო იქნება, არა ისეთი, როგორიც ობამას მიერ დადებული შეთანხმება იყო, რომელმაც ირანს უზარმაზარი ნაღდი ფული მისცა და ბირთვული იარაღისკენ მკაფიო, ღია გზა გაუხსნა. ჩვენი შეთანხმება სრულიად საპირისპიროა, მაგრამ არავის უნახავს ის და არ იცის, როგორია. ის ჯერ არც კი არის ბოლომდე დასრულებული. ამიტომ ნუ მოუსმენთ დამარცხებულებს, რომლებიც კრიტიკულად არიან განწყობილი იმის მიმართ, რაზეც არაფერი იციან. ჩემი წინამორბედებისგან განსხვავებით, რომლებსაც ეს პრობლემა მრავალი წლის წინ უნდა გადაეჭრათ, მე ცუდ გარიგებებს არ ვდებ“, – წერს დონალდ ტრამპი.Ipn.ge
მსოფლიო • 1779687724
Galt & Taggart-ის კვლევის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეებმა 2024 წელს საზღვარგარეთ საცალო შესყიდვებზე დაახლოებით 3.8 მილიარდი ლარი დახარჯეს. ამ ხარჯებში ყველაზე დიდი წილი ტანსაცმელსა და აქსესუარებზე მოდის, ჯამში 1.4 მილიარდი ლარი, რაც მთლიანი უცხოური retail spending-ის 36%-ია.კვლევის ერთ-ერთი მთავარი მიგნებაა, რომ ტანსაცმელსა და აქსესუარებზე დახარჯული თანხის თითქმის ნახევარი, 49%, ლუქს ბრენდებზე მოდის. ეს მიუთითებს, რომ ქართველი მომხმარებლის ნაწილი საზღვარგარეთ შოპინგისას არა მხოლოდ ფასს, არამედ ბრენდის სტატუსს, ხარისხს და პრემიუმ გამოცდილებას ანიჭებს მნიშვნელობას.ანალიტიკოსების შეფასებით, ეს ტენდენცია საქართველოს საცალო ბაზრისთვის მნიშვნელოვანი სიგნალია. ერთი მხრივ, მაღალი ხარჯვა მოსახლეობის ნაწილის გაზრდილ მსყიდველუნარიანობაზე მეტყველებს, მეორე მხრივ კი, ეს თანხა ადგილობრივი ეკონომიკიდან უცხოურ ბაზრებზე გადის. შესაბამისად, ქართულ retail სექტორს უფრო აქტიური კონკურენცია უწევს როგორც საერთაშორისო ონლაინპლატფორმებთან, ისე უცხოეთში მოქმედ სავაჭრო ცენტრებთან.Galt & Taggart-ის კვლევა ასევე აჩვენებს, რომ თბილისის საცალო უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნა იზრდება, თუმცა მომხმარებლის მნიშვნელოვანი ნაწილი პრემიუმ და ლუქს პროდუქტებზე ხარჯვას კვლავ საზღვარგარეთ ამჯობინებს. ეს შეიძლება გახდეს დამატებითი სტიმული ადგილობრივი ბაზრისთვის, რომ საქართველოში მეტი საერთაშორისო ბრენდი, უკეთესი სავაჭრო ინფრასტრუქტურა და მაღალი კლასის retail სივრცეები განვითარდეს.სპეციალისტების შეფასებით, თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, საქართველოში პრემიუმ სავაჭრო სივრცეებზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება. ბიზნესისთვის ეს ნიშნავს შესაძლებლობას, რომ ლუქს და პრემიუმ სეგმენტში არსებული მოთხოვნის ნაწილი ადგილობრივ ბაზარზე გადმოიტანოს.წყარო: Galt & Taggart — Tbilisi Retail Real Estate 2025https://ramad.bog.ge/s3/galt/files/f70e17dc-e7ef-4b0d-913a-246c2c135353.pdf
ეკონომიკა • 1779687489
ეროვნული ბანკის მიერ 22 მაისით დადგენილი კურსით, დღეს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6744 ლარი, ხოლო ევროს კურსი 3.1020 ლარია.„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ თბილისის სხვადასხვა უბნებში მოქმედ სავალუტო ჯიხურებში ლარის გაცვლით კურსს ევროსა და დოლარის მიმართ.ვალუტის კურსი ჯიხურებში დღეს, 09:30 საათის მდგომარეობით:ამ მომენტისთვის, (09:30 საათისთვის) საბურთალოზე მდებარე სავალუტო ჯიხურებში ერთი დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.674 ლარად შეძლებენ, სავალუტო ჯიხურები კი - 2.6710 ლარად ყიდულობენ. ერთი ევროს შეძენა მოქალაქეებს 3.1150 ლარად, გაყიდვა კი 3.1050 ლარად შეუძლიათ.ჩუღურეთში დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.6740 ლარად, ხოლო გაყიდვას 2.6680 ლარად შეძლებენ. რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს - 3.1140 ლარად, ხოლო გაყიდვა - 3.0950 ლარად შეუძლიათ.სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში ერთი დოლარის ყიდვა მოქალაქეებს - 2.6750 ლარად, გაყიდვა კი - 2.6700 ლარად შეუძლიათ. რაც შეეხება ევროს, ერთ ევროს ყიდვას მოქალაქეები 3.1200 ლარად, გაყიდვას კი - 3.1050 ლარად შეძლებენ.თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავალუტო ჯიხურებში 1 აშშ დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.6800 ლარად, ხოლო გაყიდვას 2.6500 ლარად შეძლებენ, რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს 3.1100 ლარად, გაყიდვა კი 3.0700 ლარად შეუძლიათ.ცნობისთვის, ეროვნული ბანკი ახალ კურსს დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.
ეკონომიკა • 1779687232
25 მაისს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +20 და ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება.ნალექიანი ამინდია ფოთში. დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმა იქნება ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +19, ღამით კი +13 გრადუსია ნავარაუდევი.სოხუმშიც წვიმაა, +19 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +13 გრადუსი დაფიქსირდება.მესტიაშიც ნალექიანი დღეა ნავარაუდევი, დღისით +13 გრადუსი იქნება, ღამით კი 6 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი +17 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 10 გრადუსი დაფიქსირდება.ჭიათურაშიც წვიმიანი დღეა, დღისით +17 გრადუსი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.ახალციხეში დღე ნალექიანია, დღისით +19 გრადუსი, ღამით კი +9 გრადუსი იქნება. ბორჯომშიც წვიმაა მოსალოდნელი, +17 იქნება დღისით, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.ნალექიანი დღეა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +11 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება.გორში, დღისით +19 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც წვიმაა, ჰაერის ტემპერატურა +18 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.გუდაურში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, დღის განმავლობაში +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +3 გრადუსი იქნება.ომალოშიც იწვიმებს. დღისით +11 ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.ლაგოდეხში წვიმიან დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +21 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი ამინდი იქნება დღეს თელავში, +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია ნავარაუდევი.ნალექიანი დღე იქნება გურჯაანში, დღისით +21 გრადუსი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება.რუსთავში ღრუბლიანი დღეა. დღისით +21 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.თბილისშიც ანალოგიური ამინდია. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +15 გრადუსი იქნება.
სხვადასხვა • 1779687044
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, 27-28 მაისის ჩათვლით, თბილისის ცენტრალურ ქუჩებში საგზაო მოძრაობა შეზღუდული იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.შსს იმ ქუჩების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც ავტომობილების გადაადგილება აკრძალული იქნება. ინფორმაციაში ის ალტერნატიული ქუჩებიცაა მითითებული, რომელთა გამოყენებითაც მძღოლებს შეზღუდვის პერიოდში გადაადგილება შეეძლებათ.„შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს შეახსენებს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, 27 მაისის 08:00 საათამდე საგზაო მოძრაობა შეზღუდულია რუსთაველის გამზირზე თავისუფლების მოედნის მიმართულებით, ზურაბ ჭიჭინაძის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში.აღნიშნულ პერიოდში რუსთაველის გამზირიდან მომავალი ავტომობილები გია ჭანტურიას ქუჩამდე შეძლებენ გადაადგილებას, საიდანაც მარცხნივ მოხვევით ჭანტურიასა და ვირსალაძის ქუჩების გავლით მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მოხვდებიან და ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩას დაუკავშირდებიან.საგზაო მოძრაობა შეზღუდულია თავისუფლების მოედანსა და მიმდებარე ტერიტორიაზეც.გარდა ამისა, 28 მაისის დღის ბოლომდე, სატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდულია პრეზიდენტის სასახლის მიმდებარედ, ათონელის ქუჩაზე.სოლიკო ვირსალაძისა და გიორგი ჭანტურიას ქუჩებიდან ათონელის ქუჩის მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ იტალიის ქუჩის გავლით მშრალი ხიდის მიმართულებით, ხოლო მშრალი ხიდიდან ათონელის ქუჩის მიმართულებით მძღოლები იმოძრავებენ ვირსალაძისა და ჭანტურიას ქუჩების გამოყენებით.ზვიად გამსახურდიას სახელობის მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან (რენა აბჟანდაძის ქუჩიდან) ამომსვლელ სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ ვახტანგ ორბელიანის ქუჩამდე და შემდეგ მტკვრის ქუჩის მიმართულებით.ამასთანავე, 28 მაისის ჩათვლით, ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, იტალიისა და ათონელის ქუჩებზე.შეზღუდვის პერიოდში ზაარბრიუკენის მოედნიდან მშრალი ხიდის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით (ჯოვანი სკუდიერის ქუჩის გამოყენებით), ხოლო ვირსალაძის ქუჩიდან მშრალი ხიდისკენ მიმავალი ავტომობილები იმოძრავებენ ათონელის ქუჩამდე, შემდეგ კი მარჯვნივ მოხვევით ჭანტურიას ქუჩის მიმართულებით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
საზოგადოება • 1779686880








